გომბორის უღელტეხილზე მანქანების გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი

საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ინტენსიური თოვის, ქარბუქისა და ლიპყინულის გამო, ვაზიანი-გომბორი-თელავის საავტომობილო გზაზე გადაადგილება მოცურების საწინააღმდეგო ჯაჭვებითაა შესაძლებელი.

აკრძალულია მისაბმელიანი, ნახევრად მისაბმელიანი და 30-ადგილიანი ავტოტრანსპორტის გადაადგილება.

როგორც საგზაო დეპარტამენტის თელავის სამმართველოს წარმომადგენელმა თამაზ აბდულაშვილმა განაცხადა, უღელტეხილზე ტემპერატურა მკვეთრად დაეცა და ამ დროისთვის – 6,5 გრადუსია.

„ტემპერატურის დაცემამ გზის გაყინვა გამოიწვია. განსაკუთრებით შუამთიდან სოფელ ვერონამდე გზის მონაკვეთი საფრთხის შემცველია. საგზაო სამმართველო მობილიზებულია და ვახდენთ როგორც გზის გაწმენდას, ასევე ტექნიკური მარილის მოყრას“, – განაცხადა აბდულაშვილმა.

გომბორისკენ მიმავალ გზაზე შეზღუდვებიდან გამომდინარე კონტროლს საპატრულო პოლიცია ახორციელებს.

banner
წინა სტატიაშიილია მეორე თბილისში აფეთქების შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებს უსამძიმრებს
შემდეგი სტატიაანაკლიის პორტი €233 მილიონით დააფინანსდება-გადაწყვეტილება ევროკავშირმა მიიღო