გომბორი-თელავი-ვაზიანის დამაკავშირებელ ცენტრალურ გზაზე, სოფელ ვერონასთან, ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა. ინფორმაციას “მთავარი ამბები კახეთიდან” ავრცელებს.
საინფორმაციო სააგენტოს ცნობით, თვითმხილველები ამბობენ, რომ „ტოიოტა პრიუსის“ ტიპის ავტომობილი, სავარაუდოდ, მოცურდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა.
მანქანაში მხოლოდ მძღოლი იმყოფებოდა, რომელმაც ტრანსპორტიდან გადმოსვლა შეძლო.
შემთხვევის ადგილზე მობილიზებული იყვნენ სამართალდამცავები, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და სამაშველო სამსახური.
ავტოსაგზაო შემთხვევის ზუსტ მიზეზს გამოძიება დაადგენს.








