გომბორი-თელავის დამაკავშირებელ გზაზე, ბენზინმზიდის აფეთების ფაქტზე შსს-მ გამოძიება დაიწყო. როგორც ჟურნალისტებს შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 188-ე მუხლით დაიწყო, რაც გაუფრთხილებლობით ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.
თელავი-გომბორის დამაკავშირებელ გზაზე ბენზინმზიდი გადავარდა და აფეთქდა. სოფელ კობაძესთან მანქანა გზის სავალ ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. მომხდარის შედეგად არავინ დაშავებულა. მძღოლმა მანქანიდან გადმოსვლა მოასწრო. მეხანძრე-მაშველებმა ხანძრის ჩაქრობა მოახერხეს. საწვავით სავსე სატვირთო მანქანა კომპანია „სოკარს“ ეკუთვნის. ბენზინმზიდი მთლიანად დაიწვა.