გოლეთიანი: ვფიქრობდით ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, თუმცა რეფერენდუმს კარგად გათვლა სჭირდება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ჰესის აშენებასთან დაკავშირებით რეფერენდუმის ჩატარება იმ ფორმით, როგორც დღეს ქვეყანაში ტარდება, რისკებს შეიცავს.

მისი თქმით, ასეთ შემთხვევაში, რეფერენდუმს აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები და მინუსები, რასაც კარგად გათვლა სჭირდება.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, ფართო მსჯელობის საგანია, თუ რატომ არ წავიდნენ რეფერენდუმის მიმართულებით.

„რეფერენდუმის საკითხი ჩვენ რაღაც თვალსაზრისით გავლილი გვაქვს, რადგან ვფიქრობდით ზოგადად ხელისუფლებაზე ზემოქმედების ბერკეტებზე, რა შეიძლება გავაკეთოთ იმისთვის, რომ ჩვენ კანონიერად და სამართლიანად ვიქონიოთ ზეგავლენა ხელისუფლებაზე, თუმცა ამ შემთხვევაში რეფერენდუმს, იმ ფორმით, რა ფორმითაც ტარდება დღეს ქვეყანაში, აქვს თავისი ხარვეზები, პლუსები, მინუსები და რისკები, ამას სჭირდება კარგად გათვლა. ამ სივრცეში ახლა ახსნა, რა რისკები, პლუსები და მინუსებია, ფიზიკურად ვერ მოხერხდება. ანუ, რატომ არ წავედით ამ მიმართულებით, ცოტა ფართო მსჯელობის საგანია, სხვა სივრცე გვჭირდება ამაზე, თუ მოგვეცემა შესაძლებლობა, რა თქმა უნდა, ვიტყვით“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიკობახიძე: მელიას არ უნდა ამნისტია და ოპოზიცია აძალებს, მასზეც გავრცელდეს
შემდეგი სტატიაპარლამენტმა საარჩევნო რეფორმა პირველი მოსმენით დაამტკიცა