გოლეთიანი – თუ ხელისუფლება რეპრესიულ ნაბიჯებს გააგრძელებს, თბილისში გადავინაცვლებთ

რიონის ხეობის მცველის, ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, თუ პოლიცია გუმათშიც დაშლის პროტესტს, აქცია თბილისში გაგრძელდება.

მისივე განცხადებით, ქუთაისი-ალპანა-მამაისონის გზა მანამდე იქნება ბლოკირებული, სანამ პროტესტის ნამოხვანში გაგრძელების საშუალება არ მიეცემათ.

“პოლიციას, ალბათ აქაც მოუწევს მიიღოს მნიშვნელოვანი ზომები და ის რეპრესული ხელი დიდი ალბათობით აქაც მოგვხვდება, რომ აგვყრიან საბოლოო ჯამში, არ მოგვცემენ გზის ბლოკირების საშუალებას. კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს იქნება გაგრძელება იმ უსამართლობის და უკანონობის, რაც აქამდე ხდება, საბოლოო ჯამში ეს მოიტანს იმას, რომ ჩვენ რაც გვაქვს გრძელვადიან გეგმაში გაწერილი, რომ უნდა ჩავატაროთ თბილისში აქცია, ალბათ გადავინაცვლებთ თბილისის სივრცეში, თუკი აქ ასე განვითარდება.

ჩვენ უკან არ დავიხევთ და მთელი საზოგადოება დადგება ამ პროტესტის და ამ ბრძოლის ირგვლივ. ამიტომ მოვუწოდებთ მათ ადეკვატურად შეაფასონ ის რისკი, რა რისკიც შეიძლება მთელ ამ პროცესს მოყვეს, ვგულისხმობ, რომ შეიძლება გადაიზარდოს უმართავ პროცესებს, რაც არავის არ გვინდა”, – თქვა რიონის ხეობის მცველმა, ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშიმეგრელიშვილი – შვიდი პუნქტიდან ერთის შესრულებაც, გვჯერა, ჩვენ ქვეყანას შეცვლის
შემდეგი სტატიაიაგო ხვიჩია – ეს კვირაც პოლიტიკური სპექტრისთვის იმედიანია