გოლეთიანი: თანამებრძოლებმა შემოვლითი გზით სცადეს გადასვლა, სპეცრაზმი გაეკიდა

სოფელ გუმათში კვლავ ხმაურია. აქციის მონაწილეებმა ხეობაში მოხვედრა ტყის ბილიკის გამოყენებით სცადეს, თუმცა სამართალდამცველებმა მათ ამის საშუალება არ მისცეს, რასაც მცირე შეხლა-შემოხლა მოჰყვა.

როგორც აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი “TV პირველთან” საუბარში ამბობს, პროტესტს ყოველდღიური სახე აქვს და მანამდე გაგრძელდება, სანამ ბარიკადებს არ აიღებენ და მოთხოვნები არ შესრულდება.

“ამ ბარიკადს აქვს აბსოლუტურად სიმბოლური მნიშვნელობა კომპანიისთვის და ხელისუფლებისთვის, ამიტომ ის რომ თითქოს ჩვენ სადმე ვიჭრებით აქ გადასვლით, არის აბსოლუტური ტყუილი, უბრალოდ გზაზე, ჩვენი სახლების მიმართულებით გვინდა გადაადგილება, ამის უფლება არ გვეძლევა უკვე დიდი ხანია და შემოვლითი გზით დააპირეს გადასვლა ჩვენმა თანამებრძოლებმა, გაეკიდა მათ სპეცრაზმი ტყეში, დააკავეს და გამოაბრუნეს უკან და შემდეგ მოხდა აქ დარჩენილების მიწოლა პოლიციის მიმართ”,- ამბობს ვარლამ გოლეთიანი.

banner
წინა სტატიაშიხაზარაძე ენმ-ზე: მივესალმები ყველა ოპოზიციონერის შემოსვლას პარლამენტში
შემდეგი სტატიაკომპანია “ენკა რინიუებლზ”-ის განცხადება