გოლეთიანი: პოლიცია პროვოცირებს, რომ მოხდეს დაპირისპირება

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ პირი, რომელიც შსს-ის ინფორმაციით, გუმათში, 29 მაისის აქციაზე პოლიციელისთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტზე დააკავეს, პროტესტის აქტიური წევრია.

ამასთან, გოლეთიანის თქმით, მომხდარის დეტალები არ იცის და ამ ეტაპზე საკითხის გასარკვევად სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ადვოკატები მუშაობენ.

„ჩვენი აქტიური წევრია და ამ პროცესში იღებს მონაწილეობას. იმ დღეს იყო დაპირისპირება პოლიციასა და ჩვენს თანამებრძოლებს შორის. სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა მას პოლიციელმა, ამის შემდეგ მოუქნია ხელი. პირადად მე არ დამინახავს, მაგრამ როგორც ამბობენ, მოუქნია ხელი და მიხვდა მოქნეული ხელი პოლიციელს და რამდენიმე დღის განმავლობაში შემდეგ აკვირდებოდა და ეძებდა როგორც ჩანს პოლიცია. დეტალები არ ვიცით და ამ მომენტისთვის არკვევს სახალხო დამცველის წარმომადგენელი და ადვოკატები. გავიგებთ, თუ რა მოხდა საყულიაში, როდესაც მას მიაკითხა სპეცდანიშნულების რაზმმა და ამის შემდეგ გავაკეთებთ უფრო კონკრეტულ კომენტარს. თუმცა, იმდენად მძიმე ემოციური ფონია აქ და ჩვენ გვიწევს მუდმივად, რომ ადამიანებს ავუხსნათ, რომ უნდა შევინარჩუნოთ სიმშვიდე და მხოლოდ ამ შემთხვევაში შევძლებთ იმას, რომ ეს ბრძოლა მივიყვანოთ ბოლომდე და გამარჯვება დარჩეს ხალხის მხარეს. ეს არის მნიშვნელოვანი, თუმცა პროვოცირებს პოლიცია და სახელმწიფო მხარე, რომ მოხდეს დაპირისპირება და გარკვეულ გადაცდომებს, თავშეკავების ნაწილში ჩვენი თანამებრძოლების მხრიდანაც აქვს ადგილი. იმდენად მუშაობს ამაზე უსაფრთხოების სამსახური და ყველა ის სახელისუფლებო ორგანო, რომ ნამდვილად რთულია, აბსოლუტურად დაიჭიროს აქ მყოფმა საზოგადოებამ თავი, რომ არც ერთი გადაცდომა არ მოხდეს“, – განაცხადა ვარლამ გოლერთიანმა.

banner
წინა სტატიაშინინოწმინდის პანსიონში დღეს, არასრულწლოვანზე სექსუალურ ძალადობაში ბრალდებული მეუფე სერაფიმე იმყოფებოდა
შემდეგი სტატიაჰუბერტ ქნირში: გერმანიაში სეზონურ სამუშაოებზე დასაქმებული ქართველების ერთი ჯგუფის პრობლემები უკვე აღმოფხვრილია