გოლეთიანი: ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც

“ყოველ საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც”, – ამის შესახებ „ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა, ვარლამ გოლეთიანმა განაცხადა.

„ზოგადად, ასე დავგეგმეთ – ვიდრე არ მივაღწევთ შედეგს და ეს ბრძოლა არ დამთავრდება საზოგადოების სასარგებლოდ, აქ იქნება აქცია. ყოველდღიურად, საღამოს შეიკრიბება საზოგადოება, რომელიც გამოიწვევს ხმაურს და მათ შორის, იქნება მეორე მხარეს გადასვლის მცდელობებიც მშვიდობიანი ფორმით.

კიდევ ერთხელ ვამბობ, ეს გაგრძელდება, ვიდრე არ დაკმაყოფილდება ჩვენი ყველა მოთხოვნა. ჩვენ მშვიდობიანი გზით ვახდენთ ლუსტრაციას იმ პროცესისა, რაც აქ ხდება. ის, რომ აქედან გვიშვებდნენ, მაგალითად, უპრობლემოდ, მაშინ ეს რკინის ფარდაც არ იქნებოდა. ეს ხომ აღმართულია ჩვენ გამო, რომ არ გადაგვიშვან მეორე მხარეს, ეს გასაგებია, მაგრამ ზოგადად, ამ ბარიკადის არსებობა არის პარადოქსი. არ შეიძლება, რომ ეს პროცესი ასე გაგრძელდეს“, – განაცხადა გოლეთიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიჯინ შაჰინი: აშშ მხარს უჭერს უკრაინასა და საქართველოს მათი ევროატლანტიკური მისწრაფებების მიღწევაში
შემდეგი სტატია“ქართული ოცნების” შიდა კვლევის მიხედვით პარტია 43%-იან ბარიერს ვერ ლახავს