გოლეთიანი ღარიბაშვილს – ვაი პატრიოტიზმის კონტექსტში ხელისუფლებას უნდა განვიხილავდეთ

რიონის ხეობის მცველები და მათი მხარდამჭერები რესპუბლიკის მოედანზე იკრიბებიან, მათი სამოქმედო გეგმა რამდენიმე წუთში გახდება ცნობილი. აქციის მონაწილეები მსვლელობას და ქუჩების პიკეტირებას აპირებენ.

“პრემიერის განცხადებები ბოლო პერიოდში, ორი განცხადება რაც მოვისმინეთ ჩვენ არის ერთმანეთს აცდენილი, იმიტომ, რომ პირველ შემთხვევაში მან თქვა, რომ ეს არის ინსპირირებული გარე ძალებისგან და აბსოლუტურად უხარვეზოა პროცესი, ეს იყო მისი დამოკიდებულება ამ ყველაფრის მიმართ და ეს რომ უნდა დასრულდეს ერთხელ და სამუდამოდ ქვეყანაში.

შემდეგ რაც მოვისმინეთ, თუნდაც დღევანდელი განცხადება, თურმე გადააგზავნეს ხელშეკრულება შესასწავლად, ახლა თვითონაც დაინტერესებულია რომ გაერკვნენ საკითხში რა ხდება. ის დამოკიდებულება რაც მოვისმინეთ, რომ ვაი პატრიოტიზმი… მე ვფიქრობ, რომ ვაი პატრიოტიზმი ალბათ უფრო ხელისუფლების შემთხვევაში უნდა განვიხილავდეთ, იმიტომ, რომ ხეობას ხელისუფლება ყიდის, რესურსებს ხელისუფლება ასხვისებს, უგულვებელყოფილია ადამიანის ფუნდამენტალური უფლებები”, – თქვა ვარლამ გოლეთიანმა.

მისივე განცხადებით, მათ წინააღმდეგ შავი პიარ კამპანიაა აგორებული, რომელსაც ხელისუფლება უდგას სათავეში.

“საბოლოო წერტილამდე მივედით, 7 თვე გავიდა უკვე, ამოიწურა ყველანაირი შესაძლებლობა, ახლა უკვე დიალოგი ამ საკითხთან დაკავშირებით, ჩავთვალეთ, რომ არ მოხერხდა. დღეს დასრულდება ამ დიალოგის მოლოდინი”,- თქვა რიონის ხეობის მცველმა, მარიტა მუსელიანმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე აცხადებს, რომ მისი მინისტრობისას „ნამახვანჰესის“ პროექტი რომ დაწყებულიყო, უკვე აშენებულიც იქნებოდა
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: ჩვენ ვასრულებთ დაპირებას, ურბანულად სწორად განვითარდეს თბილისი