გოლეთიანი – „ენკას“ სამშენებლო მასალები წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორის გავლით გადააქვს

გუშინ ღამით რიონის ხეობასთან დამაკავშირებელ გზაზე ხმაური იყო.

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების განცხადებით, წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ ქვილიშორში კიდევ ერთი ალტერნატიული გზაა, რომლის საშუალებითაც კომპანია სამშენებლო მასალების ხეობაში შეტანას გეგმავდა.

ვარლამ გოლეთიანის განცხადებით, გუშინ ღამით დაპირისპირება სწორედ ამ გზაზე მოხდა. მისივე თქმით, დღეს გამთენიისას სამართალდამცველთა დიდი რაოდენობა გადაადგილდა რიონის ხეობის მიმართულებით,

ამ დროისთვის აქტივისტები აღნიშნულ სოფელში კარავს შლიან.

banner
წინა სტატიაშიშსს-მ რეგულაციების დარღვევის 518 ფაქტი გამოავლინა
შემდეგი სტატიაგანათლების სამინისტრო – სკოლებში ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კვლავ დაბალ ნიშნულზე რჩება