გოლეთიანი – „ენკას“ ჰესის მშენებლობის ადგილზე ტექნიკის გადაადგილების საშუალებას არ მივცემთ

„ნამახვანჰესის“ საწინააღმდეგო აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ რომ კომპანია „ენკას“ ჰესის მშენებლობის ადგილზე ტექნიკის გადაყვანის საშუალებას არ მისცემენ.

„ჩვენი საპოლიციო ძალები იქცნენ ოფიციალურ გადამზიდად კომპანია „ენკასთვის“. ვხედავთ, რომ გაიარა კოლონამ, ვგულისხმობ პოლიციის პიკაპებს, რომლის უკანა სავარძლებზე ისხდნენ კომპანიის თანამშრომლები და მუშები. რადგან ჩვენ აქ ვდგავართ და ნათქვამი გვაქვს, რომ ვზღუდავთ კომპანიის ტექნიკის გატარებას, როგორც ჩანს, ამ ხერხს მიმართეს და პოლიციის მანქანებში გადასვეს კომპანიის მუშები. მნიშვნელოვანია გზის გადაკეტვა, რათა არ მოხდეს ტექნიკის გადაყვანა მეორე მხარეს, რაც აუცილებლად დასჭირდება კომპანიას.

ჩვენ პოლიციასთან დაპირისპირებაში ვერ შევალთ, ეს უბრალოდ სწორი არ არის და არ ვაპირებთ, ამ მიმართულებით წავიდე. აუცილებელია, საზოგადოებამ იცოდეს, რომ პოლიცია აბსოლუტურად გავიდა კანონს მიღმა, რადგან მისი ფუნქცია და მოვალეობა არ არის კომპანია „ენკას“ თანამშრომლები ატარონ საკუთარი მანქანებით ხეობაში ან როდემდე გაგრძელდეს ეს პროცესი

თქვენ ხედავთ რა რესურსებს ხარჯავს ამაში სახელმწიფო, ყოველდღიურად რამდენი ფული იხარჯება ისევ და ისევ ჩვენი ჯიბიდან. ვხედავთ, რომ არღვეს ჩვენ კონსტიტუციურ უფლებებს, მაგრამ იმ ანტისახელმწიფოებრივ შეთანხმებაზე როცა საუბრობთ, იქ არის გათვალისწინებული, რომ საჭიროების შემთხვევაში, ხელისუფლება იცავდეს კერძო ინვესტორს. საპოლიციო ძალების არაპროპორციული რაოდენობაც გათვალისწინებულია ხელშეკრულებით და აქაც ჩანს, რამდენად ანტისახლმწიფოებრივი ხელშეკრულებაა, რადგან კანონზე მაღლა დგას საკითხები. ამ ქვეყანაში წესით, კონსიტუტციაზე მაღლა არ დგას არაფერი. ჩვენ რასაც ამ 217 დღის განმავლობაში ვაკეთებთ, ალბათ ხდება ლუსტრაცია, რამდენად უკანონოდ იქცევა ხელისუფლება მთელი ამ პროცესის ირგვლიც“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

როგორც გოლეთიანი აცხადებს, აქციის მონაწილეების ქმედებები კანონს არ ცდება.

ჩვენ ახლა ვდგავართ „ენკას“ ბაზასთან, არაფერი არ აზღვევს ამ ბაზას ისეთი, რომ ჩვენ შეგვეშალოს ხელი თუნდაც შესვლაში, მაგრამ არ შევდივართ შიგნით, არ ვიჭრებით და არაფერს არ ვაზიანებთ. ანუ, რა ნაწილში გაცდა კანონს ჩვენი მოქმედება? იმ ბარიკადს თუ გულისხმობენ, რასაც ვახმაურებთ, იქ ბარიკადი არ უნდა იყოს და გვიკრძალავენ სახლში გადაადგილებას. ბუნებრივია, კომპანიის ამ ნარატივში ვერ შევყვებით. პროცესი გაგრძელდება ისე, როგორც გრძელდება ბარიკადთან, ვიდრე არ მივაღწევთ კონკრეტულ შედეგს. დიახ, შევეცდებით ტყით გადასვლას, გაგრძელდება პროტესტის ის ფორმები, რაც თქვენ ნანახი გაქვთ“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

banner
წინა სტატიაშისერგეენკო – უცნაური და არათანმიმდევრულია „ნაციონალური მოძრაობის“ გადაწყვეტილება
შემდეგი სტატიაშსს-მ რეგულაციების დარღვევის 351 ფაქტი გამოავლინა