გოლეთიანი – ამ ფორმატში „ენკა“ ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს

„ნამახვანჰესის“ მოწინააღმდეგეების აქციების ერთ-ერთი ორგანიზატორი, ვარლამ გოლეთიანი აცხადებს, რომ სოფელ ნამოხვანისკენ მიმავალი გზის რკინის ბარიერებით გადაკეტვა მათ გეგმებს ვერ შეცვლის.

„ჩვენს გეგმებში ეს არაფერს არ ცვლის, ჩვეულებრივად გავაგრძელებთ მშვიდობიან პროტესტს ხეობაში და ვიქნებით აქ, ვიდრე ჩვენი მოთხოვნები არ შესრულდება. დამერწმუნეთ, რომ ამ ფორმატში კომპანია „ენკა“ ნამახვანის კასკადს ვერ ააშენებს რიონის ხეობაში, ანუ თვითონ ეს პროცესი გამორიცხავს, რომ მშენებლობის პროცესი გაგრძელდეს. ახლა უმნიშვნელოვანესია ჩვენი საზოგადოების თანადგომა, რომ ვიყოთ რაც შეიძლება მეტი და მშვიდობიანად გავაგრძელოთ ის საქმე, რასაც აქამდე ვაკეთებდით.

ეს ბარიერები გამთენიისას, ოთხ საათზე დადგეს. უბრალოდ, ეს დემონსტრირება და გამოხატულებაა ძალის, იმ რეპრესიული ხელის დემონსტრირებაა, რომ საზოგადოებაში, ჩვენში დათრგუნონ ეს სამართლიანი, არგუმენტირებული პროტესტი, რომ აზრი არ აქვს ამ ყველაფერს. სახელმწიფო იცავს კომპანია „ენკას“ პირდაპირ, მაგრამ ჩვენ ვფიქრობთ, რომ არასწორი გზა აქვთ არჩეული, რომელიც ჩვენს სიმრავლეს გადაწყვეტს“, – განაცხადა ვარლამ გოლეთიანმა.

რეკლამის ბანერი
წინა სტატიაშიპრემიერი – დედაენა ჩვენი იდენტობისა და სახელმწიფოებრიობის საფუძველია
შემდეგი სტატიაავტოავარიას ახალგაზრდა ქალბატონის სიცოცხლე ემსხვერპლა