გოკა გაბაშვილი – ვთვლი, რომ გიგა ბოკერიას პოზიცია არასწორია, მაგრამ მისი საქმე და მისი არჩევანია

ვთვლი, რომ გიგა ბოკერიას პოზიცია არასწორია, მაგრამ მისი საქმე და მისი არჩევანია, – ამის შესახებ „ევროპული საქართველოს“ წევრმა, გოკა გაბაშვილმა გიგა ბოკერიას გადაწყვეტილების კომენტირებისას განაცხადა, რომელიც დავით ბაქრაძისა და გიგი უგულავასგან გასხვავებით პარტიული თანამდებობის დატოვებას არ აპირებს.
როგორც გაბაშვილმა აღნიშნა, მისი აზრით, გიგა ბოკერიამ საკუთარი გადაწყვეტილებით შეცდომა დაუშვა.
„მე ვფიქრობ, რომ ყველა იმ გაყალბებიდან და მანიპულაციებიდან დამოუკიდებლად, პარტიის შედეგებიდან გამომდინარე, „ლიდერშიპს“ უნდა მიეღო ეს გადაწყვეტილება და პარტიის მართვას და თანამდებობებს ჩამოშორებოდნენ. ეს არ ნიშნავს, რომ თანაგუნდელობა სრულდება თანამდებობებით. ეს არის ევროპული, თანამედროვე, ცივილიზებული პარტიების წესი და ვისურვებდი, ეს გადაწყვეტილება მიეღო ერთობლივად ყველა მის ლიდერს. პოზიციები განსხვავებულია. ყველამ თავის პოზიცია გამოხატა და ამ ვითარებასა და რეალობაში ვართ, რომ ყრილობაზე ორი ლიდერი არ აპირებს თავის პოზიციების წამოყენებას მმართველ პოზიციებზე. გიგას აქვს განსხვავებული პოზიცია, მე ვთვლი, რომ არასწორი, მაგრამ მისი საქმეა და მისი არჩევანია.
ჩემი აზრი იყო, რომ სამივე ლიდერს ერთობლივად უნდა გადაედგა ეს ნაბიჯი, მაგრამ ვერავინ ვერ წაართმევს გიგას უფლებას, ჩემი აზრით, შეცდომა დაუშვა“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისამოქალაქო აქტივისტები ქუთაისში – შსს-ს ვაძლევთ ვადას 9 საათამდე
შემდეგი სტატიაბოკერია – პოლიტიკურ ცხოვრებაში გვაქვს მაგალითები ლიდრების, რომლებიც რთულ ვითარებაში უდროოდ წავიდნენ და ამით პარტიას შანსი აღარ დაუტოვეს