გოკა გაბაშვილი: კორცხელში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება

„ნაციონალური მოძრაობაში“ აცხადებენ, რომ კორცხელში მომხდართან დაკავშირებით პასუხისმგებლობა საქართველოს მთავრობას, გიორგი კვირიკაშვილსა და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა გოკა გაბაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, კორცხელში საარჩევნო უბანთან თბილისიდან ჩაყვანილი ზონდერ ბრიგადები ყავთ.

„კორცხელში არიან კუნთმაგარი ბიჭები, რომლებმაც მოაწყვეს ნამდვილი ფიზიკური ანგარიშსწორება, თავდასხმა ჩვენს წარმომადგენლებზე, ისინი იყვნენ შეიარაღებული კასტეტებით, რკინის ხელჯოხებით და მოაწყვეს სერიოზული ფიზიკური ანგარიშსწორება. ეს არის ხელისუფლების პასუხსიმგელობა. ეს ხდებოდა სინქრონში პოლიციის მოქმედებასთან ერთად. ისინი საერთოდ არც ეკარებოდნენ ზონდერ ჯგუფებს, რადგან არავინ არ არის დაკავებული. ისინი ახლაც საარჩევნო უბანთან დგანან და უშლიან ადამიანებს ხელს არჩევნებში მონაწილების მისაღებად“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

მისი თქმით, „ნაციონალური მოძრაობა“ მომხდართან დაკავშირებით ინფორმაციას მიაწვდიან საერთაშორისო და უფლებადაცვითი ორგანიზაციებს.

„ცესკომ უნდა შესრულოს პირდაპირი მოვალეობა, ის უნდა დაუკავშირდეს პოლიციას და განმუხტოს უბნის გარეთ სიტუაცია. ადგილობრივი ხელისუფლება სინქრონულად მოქმდებს ამ ზონდერებთან, რადგან დავალება მიღებული აქვთ ხელისუფლებისგან. ეს არის დიდი წერტილის დასმა მშვიდობიანი არჩევნებისთვის, ეს არის კატასტროფული ვითარება და თუ ჩვენ 2016 წლის არჩევნებამდე ასე მივედით, მაშინ ჩვენ გადავიჩეხებით. ხელისუფლებამ მიიყვანოს იქ პოლიცია და დაამყაროს წესრიგი, მომხდართან დაკავშირებით პასუხსიმგებლობა გიორგი კვირიკაშვილს, მთავრობას და ბიძინა ივანიშვილს ეკისრება“, – განაცხადა გოკა გაბაშვილმა.

banner
წინა სტატიაშისაია შსს-ს მიმართავს და სოფელ კორცხელში მომხდარი დაპირისპირების გამოძიებას ითხოვს
შემდეგი სტატიაკორცხელის საარჩევნო უბანთან ფიზიკური დაპირისპირების ფაქტზე გამოძიება დაიწყო