გოკა გაბაშვილი: გაზი გაძვირდება და ეს კალაძის უშნო კორუფციული თამაშების შედეგი იქნება

ნაციონალურ მოძრაობას ენერგეტიკის მინისტრთან კითხვები აქვს. გადაცემა არჩევანში გოკა გაბაშვილი მინისტრ კალაძეს “ტყუილების თქმაში” ადანაშაულებს და ამბობს, რომ სწორედ ამ არასამართლიან განცხადებებზე პასუხებს ითხოვს.

„თითოეულმა მოქალაქემ უნდა იცოდეს, რომ გაზი გაძვირდება და ეს კახა კალაძის უშნო კორუფციული თამაშების შედეგი იქნება,“ – განცხადა გოკა გაბაშვილმა, რომელიც გაზპრომთან მიმდინარე მოლაპარაკებების სამ სავარაუდო მიზეზს ასახელებს. მათ შორის პირველს ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკურ მოლაპარაკებას ასახელებს, თუმცა ასევე არ გამორიცხავს, რომ საქმე გვქონდეს ან „დიდ კორუფციულ ფულთან” ან „წარმოუდგენელ სიბრიყვესთან“.

banner
წინა სტატიაშიგიორგი გაბაშვილმა გაზპრომს “საერთაშორისო ყაჩაღი კომპანია” უწოდა
შემდეგი სტატია“ვინც ივანიშვილისგან იღებს ფულს ინფორმაციას მხოლოდ ის იღებს?” – კამათი “არჩევანში”