გოგორიშვილი: როცა წერ, რომ 2+2=9, ეს ადამიანური ფაქტორი კი არა, უვიცობაა

ხათუნა გოგორიშვილი ამბობს, ოლქების შემაჯამებელი ოქმები შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში, მას კი აინტერესებდა, რატომ არ ელოდება ცესკო სასამართლო ვადებს. ამასთან დაკავშირებით ხათუნა გოგორიშვილმა “ცესკოს” თავმჯდომარისგან პასუხი ვერ მიიღო.

“ცესკოს” თავმჯდომარემ და სხდომის მონაწილეებმა მისი გაძევებაც გადაწყვიტეს.

ხათუნა გოგორიშვილის თქმით, პროპორციულ ნაწილში ყოველ მესამე ოქმს, მაჟორიტარულში კი – ყოველ მეორე ოქმს შესწორების ოქმი დასჭირდა. ამასთან, 2 000-ზე მეტი უბნის ოქმში იყო დაფიქსირდა დისბალანსი.

“არჩევნებიდან 3 დღის მერე, რომ წავიდნენ საუბნო კომისიის წევრები სახლში, დაიძინეს, დაისვენეს, გაახსენდათ, რომ რომელიღაცა პარტიას ნაცვლად რიცხვისა “9” უნდა ეწეროს “318”. თურმე, მომსვლელი 500 კი არ ყოფილა, 700 ყოფილა. ოღონდ, ეს ყველაფერი 2 დღის მერე გაახსენდათ”, – ამბობს გოგორიშვილი.

ასევე, მისი თქმით, საარჩევნო ადმინისტრაცია არაპროფესიონალებითაა დაკომპლექტებული.

“როცა 2-ს რომ 2-ს მიუმატებ და 9-ს წერ, ეს ადამიანური ფაქტორი არ არის. ეს არის ან უვიცობა, ან მავნებლობა”, – თქვა გოგორიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიგამყრელიძე: კოვიდის ვაქცინაზე 700 000 ადამიანისთვის წინასაწარი 4 მილიონი გადავრიცხეთ
შემდეგი სტატიაკახა ბენდუქიძეს გარდაცვალებიდან 6 წლის თავზე შვილიშვილი შეეძინა