გოგორიშვილი – ნებისმიერი პარტიის მხრიდან რაღაც ახალ პირობაზე დათანხმების ან არ დათანხმების გაჟღერება ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევაა

ევროპული საქართველოს წევრი, ხათუნა გოგორიშვილი, რესპუბლიკური პარტიის განცხადებას ეხმაურება.

გოგორიშვილის თქმით, ნებისმიერი პარტიის მხრიდან რაღაც ახალ პირობაზე დათანხმების ან არ დათანხმების გაჟღერება ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევაა.

გოგორიშვილმა აღნიშნა, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება მოხდება ერთიანად და 51 ადამიანის პოზიცია, რომელთაც დაწერილი აქვთ განცხადება პარლამენტიდან გასვლის შესახებ, ერთიანი იქნება.

„ნებისმიერი პარტიის ნებისმიეირ პირის მხრიდან რაღაც ახალ პირობაზე დათანხმების ან არ დათანხმების გაჟღერება, ეს არის ერთიანი ოპოზიციური შეთანხმებიდან გადახვევა, ეს არის ჩემი მოსაზრება.
მე ვფიქრობ, რომ როგორც რესპუბლიკურ პარტიას, ისე ნებისმიერ პარტიას, ნებისმიერ იმ 51 ადამიანს, რომელსაც დაწერილი აქვს განცხადება პარლამენტიდან გასვლის შესახებ, აქვთ კონკრეტული ვალდებულებები და ეს ვალდებულებები უნდა შეასრულონ და არ შეიძლება ასე უბრალოდ განცხადებების გაკეთება, განსაკუთრებით, როდესაც პარტიას დამოუკიდებლად არ აქვს არჩვენებში მონაწილეობა მიღებული და საარჩევნო ბლოკის შემადგენლობაში იყო და ისეა გასული პარლამენტში.
მე ვფიქრობ, რომ საბოლოო გადაწყვეტილების მიღება ასევე მოხდება ერთიანად და ეს 51 ადამიანი ისევ ერთიან აზრზე იქნება.“ – განაცხადა გოგორიშვილმა.

ვირუსის ბლოკატორები