გოგონა, რომელსაც შეცდომით ჩაერიცხა 5 მილიონამდე დოლარი, დააკავეს

გოგონა, რომელსაც შეცდომით ჩაერიცხა 5 მილიონამდე დოლარი, დააკავეს

17სიდნეის აეროპორტში დააკავეს 21 წლის მალაიზიელი სტუდენტი, რომელსაც მას ბანკმა შეცდომით 4,6 მილიონი დოლარი ჩაურიცხა -ამის შესახებ The Daily Mail-ი წერს.
2012 წელს კრისტინ ჯაკსინ ლის ბანკის ანგარიშზე 4,6 მილიონი დოლარი ჩაერიცხა, მაგრამ ამის შესახებ მას არ განუცხადებია. მიმდინარე მომენტში გოგონას ანგარიშზე აღნიშნული თანხიდან 3,3 მილიონი დარჩა. ფული მან ტანსაცმელსა და ჩანთებში დახარჯა.
კრისტინი მაშინ დააკავეს, როცა ის თვითმფრინავში ჩაჯდომას აპირებდა.

გოგონას ბოიფრენდის თქმით, მან აღნიშნული გარემოებების შესახებ არ იცოდა. ავსტრალიის მთავრობა გოგონას არაკანონიერ გამდიდრებაში და ფულის მიღების განზრახ დამალვაში ადანაშაულებს.

banner
წინა სტატიაშიუცხოური სამაუწყებლო არხების შეზღუდვის მოთხოვნასთან დაკავშირებით კომუნიკაციების ეროვნული კომისია განმარტებას აკეთებს
შემდეგი სტატიასუიციდის ფაქტი ზუგდიდში