გოგონა, რომელსაც ანაკლიის პოლიციის უფროსი მანქანით დაეჯახა, მართვით სუნთქვაზე იმყოფება

22 წლის სალომე აქირთავას ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურად მძიმეა. აქირთავას, გავრცელებული ინფორმაციით, გუშინ ანაკლიის პოლიციის უფროსი დაეჯახა.

ექიმის ინფორმაციით, გოგონა მართვით სუნთქვაზე იმყოფება.
ის მკურნალობის კურსს დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ცენტრში გადის.

არსებული ინფორმაციით, დედა-შვილი ანაკლიაში გაჩერებაზე იდგა და ზუგდიდისკენ მიმავალ ავტობუსს ელოდებოდა, რა დროსაც სალომე აქირთავას მაღალი სიჩქარით მოძრავი ავტომანქანა დაეჯახა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ანაკლიის პოლიციის უფროსმა თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე უკვე დატოვა.

banner
წინა სტატიაში“საქართველოს NATO-ში გაწევრიანება ევროპაში უსაფრთხო ზონის გაფართოებას უზრუნველყოფს”
შემდეგი სტატია“გამოხატვის თავისუფლების მიმართ ჩვენი თავდადება, წელს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია”