დნიპროში საცხოვრებელი კორპუსის დაბომბვის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კიდევ გაიზარდა. ამ დროისათვის უკვე 12 ადამიანია გარდაცვლილი, ხოლო დაშავებულია 64.
დაშავებულებს შორის არიან ბავშვებიც. უკვე ცნობილია, რომ ერთი დაღუპული 15 წლის მოზარდია.
გოგონა, რომელიც მე-7 სართულზე, თავისივე ბინის ნანგრევებზე ზის, მსოფლიო მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა. უკრაინული პრესის ცნობით, მან გადარჩენა აბაზანაში მიმალვით მოახერხა.
“გოგონა მეშვიდე სართულზე თავისი დანგრეული ბინის ნანგრევებზე იჯდა. მან გადარჩენა აბაზანაში მიმალვით მოახერხა. მე-8 სართულზე მყოფი დედა-შვილიც გადარჩნენ”, – წერს უკრაინული მედია.
ცნობისთვის, რუსული სარაკეტო იერიშის ადგილზე, ნანგრევებში ადამიანების ძებნა, ამ დრომდე მიმდინარეობს.
















