გოგოლაშვილი: ძალიან ცოტა შანსი რჩება ამის მერე, რომ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩეს

ძალიან ცოტა შანსი რჩება ამის მერე, რომ უვიზო მიმოსვლა დაგვრჩეს, ანუ საქართველომ არ დაკარგოს ეს, ყოველ შემთხვევაში, არ შეაჩერონ. ეს, პრაქტიკულად, თავად გადაწყვიტა ქართულმა ოცნებამ ეს საკითხი. მე მეშინია კიდევ უფრო მეტის, რომ კანდიდატის სტატუსი გაიწვიონ იმიტომ, რომ თუ 2028 წლამდე არ აპირებენ მოლაპარაკებების დაწყებას, ჩვენი ყოფნა იმ ანგარიშებში და ა.შ… თავად თქვეს უარი, ევროკავშირს რომ ეთქვა უარი, რომ ეთქვა, რომ 2028 წლამდე არ დავიწყებთ საქართველოსთან მოლაპარაკებებს, ჩვენ დაგვტოვებდნენ გაფართოების ტალღაში, მაგრამ შეიძლება გაფართოების ტალღიდან ამოგვაგდონ,-თქვა ფორმულას ეთერში რონდელის ფონდის ევროპული კვლევების ცენტრის დირექტორმა, კახა გოგოლაშვილმა.

banner
წინა სტატიაშიხოშტარია: ჩვენ მზად ვართ ამ გამოწვევისთვის, ჩვენ გვყავს პრეზიდენტი, რომელიც არის ერთადერთი ლეგიტიმური ინსტიტუტი ამ ქვეყანაში, რომელსაც ცნობს მსოფლიო
შემდეგი სტატიაევროკავშირთან მოლაპარაკებები უნდა გახსნას ქართველმა ხალხმა და მისმა დემოკრატიულად არჩეულმა ხელისუფლებამ