“გოგოები ქუჩიდან, კლუბიდან, ბარიდან “ააფრინეს” და მიჰგვარეს ახლადგამოჩეკილ უფლისწულს”

მორიგი “ისტორია” ბერა ივანიშვილთან დაკავშირებით – ოლიგარქის შვილზე ამჯერად Facebook-მომხმარებელი მარიამ კაჭარავა წერს. ის იხსენებს და აღწერს საკუთარი მეგობრებისგან მოყოლილ ისტორიებს, რომლებიც ბერას სექსუალური სურვილების იძულებითი დამკმაყოფილებლები აღმოჩნდნენ.

მის პოსტს უცვლელად გთავაზობთ:

მარტივად მოვყვები, ისე რომ ბოდიშები არ მქონდეს მოსახდელი.
ამაზე ადრეც დავწერდი, თუმცა, როგორც ახლა, არც ადრე მქონდა ამის კონკრეტული სამხილები.
არ მოვყვები უბრალოდ დაშინებებზე, რაც ახლა გაჟღერდა, ამის ახლა ჩემი მეგობრებისგან მოყოლილი ისტორიებიდანაც მჯერა, მოვყვები იმ გოგოებზე, რომლებიც ბერას სექსუალური სურვილების იძულებითი დამკმაყოფილებლები აღმოჩნდნენ.
წლების წინ, მაშინ როცა ბიძინა-ბერაზე ავის თქმას ვერავინ გაბედავდა, რადიკალურად განსხვავებული საქმით, საცხოვრებელი ქალაქით, ასაკით და ინტერესებით, გოგოების ისტორიები მოვისმინე.
მათ ან მათ ახლობელ ადამიანებს მხოლოდ ერთი რამ აერთიანებდათ, ბერას “რჩეულები” იყვნენ.
ზოგი სადღაც ქუჩიდან “ააფრინეს”, ზოგი ბარიდან, ზოგი კლუბიდან და ასე უკითხავად, ასე უხმოდ და უსამართლოდ მიჰგვარეს მაგ პერიოდში ახლად გამოჩეკილ უფლისწულს.
არასდროს ვყვები ისეთ რამეს, რაშიც ეჭვი მეპარება, არც იმას ვყვები, რაც შორიდან მოვიდა ჩემმამდე.
შეიძლება ჩემი ეს ზიზღის შეგრძნება, წლების შემდეგ, სწორედ ამ ისტორიებმა გამოიწვია.
თუმცა, კარგად მახსოვს აღწერები, რომ გოგოებს ხმის ამოღების უფლება არ ჰქონდათ, როგორ აშინებდნენ, როგორ ემუქრებოდნენ, როგორ ძალადობნენ და ამ ისტორიებში არც ადრე და მითუმეტეს არც ახლა, ეჭვი არ მეპარება.
კონკრეტულად არ აღვწერ, როგორ ადამიანს შეუძლია ამ ყველაფრის კეთება საკუთარი სურვილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ეს ყველაფერი ძალიან დიდი ავადმყოფობაა და ეს ფაქტია.
ადრეც მინდოდა და ახლაც მინდა ამ გოგოებს ეს ყველაფერი თავად მოეყოლათ, თუმცა ვხვდები, როგორი რთული იყო მაშინ და როგორ ასმაგად რთულია წლების შემდეგაც.
სხვანაირ საქართველოში გაღვიძება იქნებოდა ნეტარება, მერე კიდევ ექნებოდა რამისთვის ბრძოლას აზრი”, – წერს კაჭარავა.

banner
წინა სტატიაშიოპოზიცია მოლაპარაკებების ჩაშლას არ აპირებს
შემდეგი სტატიაელენე ხოშტარიამ ახალი მოძრაობა “დროა” დააფუძნა