გოგლა ჟვანიას მისი გარდაცვლილი ძმის სახელით სპეკულირებაში სდებს ბრალს

გარდაცვლილ პრემიერ ზურაბ ჟვანიას მეგობარი, მიხეილ მაჭავარიანი, გოგლა ჟვანიას მისი გარდაცვლილი ძმის სახელით სპეკულირებაში სდებს ბრალს.ამის შესახებ სამაუწყებლო კომპანია ”რუსთავი 2”-ის ეთერში, მაჭავარიანმა გადაცემა არჩევანში ისაუბრა.

„ის კი არა, რომ გამოვიდეს და თქვას, რომ დავამთავრეთ ეს საქმე და წერტილი დავუსვათ ამას, არა, ის ისევ ლაპარაკობს დეტალებზე, რომ ეს არ დადასტურდა და ის არ დადასტურდა. ის, ვინც სპეკულირებდა ზურას სახელით და ახლაც აგრძელებს ამას, ძალიან ბევრი ადამიანი შეცდომაში შეიყვანა. ძალიან სამწუხაროა, რომ ეს გრძელდება. ამას ძალიან ბინძურად იყენებენ, განსაკუთრებით ქართული ოცნება,“ – განაცხადა მიხეილ მაჭავარიანმა.

banner
წინა სტატიაშიზურაბ ჟვანიას საქმე პოლიტიზებულია, რომელზეც ”ქართულმა ოცნებამ” ინტერესი დაკარგა
შემდეგი სტატია(video) ჟვანიას დაცვის უფროსის ემოციური ინტერვიუ – კობა ხარშილაძე შემთხვევის ყველა დეტალს იხსენებს