გოგლა ჟვანია: ეს იყო მკვლელობა და მე ვსაუბრობ იმ მტკიცებულებებით, რომელზეც მე ხელი მიმიწვდება

ექსპერტ ლევან ჩაჩუას საქმეს ეხმაურება ყოფილი პრემიერ-მინისტრის ძმა გოგლა ჟვანია. მისი შეფასებით, ექსპერტის საქმე მხოლოდ ნაწილია მთელი ამ ისტორიის და ზურაბ ჟვანიას გარდაცვალების საქმის მთავარი გამოძიება პროკურატურაში ჯერ კიდევ გრძელდება.

„მე ყოველთვის ვსაუბრობ რომ ეს იყო მკვლელობა და მე ვსაუბრობ იმ მტკიცებულებებით, რომელზეც მე ხელი მიმიწვდება, ეს არის ჩემი აზრი და ვფიქრობ, რომ გამოძიება ამ დასკვნამდე თვითონაც მივა. ეს არის მცირე ეპიზოდი გამოყოფილი ამ საქმიდან, კონკრეტულმა სახელმწიფო მოხელემ ჩაიდინა თუ არა გულგრილობა. ეს არ იყო არსებითი განხილვა ზურას საქმის და ასევ ვთქვათ სიკვდილის გარემოებების დამდგენი გამოძება, რომელიც მიმდინარეობს უკვე პროკურატურაში და არ დასრულებულა. რატომ ვერ მოახერხა პროკურატურამ ამის დასაბუთება სასამართლო პროცესზე, მე ვერ გეტყვით,“-განაცხადა გოგლა ჟვანიამ.

შეგახსენებთ, რომ ჟვანიას საქმის ექსპერტის ლევან ჩაჩუას ადვოკატის ინფორმაციით, დასრულდა სასამართლო პროცესები, დადგინდა, რომ ჟვანია და იუსუპოვი გაზით გარდაიცვალნენ.

banner
წინა სტატიაშიოთარ კახიძე: ბიუჯეტში ბიუროკრატიული ხარჯები შემცირებული არ იქნება
შემდეგი სტატიაოთარ კახიძე: დათა ახალაიას ადვოკატი ბინძურ და ცილისმწამებლურ კამპანიას აწარმოებს