გოგირდის აბანოების თანამშრომლებმა გზა გადაკეტეს

თბილისში გოგირდის აბანოების თანამშრომლები გაიფიცნენ. ისინი საპორტესტო აქციას მართავენ. მიზეზად კომპანია GWP-ს მიერ წყლის მაღალი გადასახადის დაწესებას ასახელებენ.

აქციის მონაწილეებმა რამდენიმე ხნით გზაც გადაკეტეს, თუმცა პატრულის თანამშრომლებმა გზა სწრაფადვე გახსნეს.

ექვსი აბანოს თანამშრომლები აქციების პერმანენტულად გამართავს გეგმავენ და მთავრობას დახმარებას სთხოვენ.

banner
წინა სტატიაში“როდესაც მსოფლიო შეძრწუნებულია ტერორიზმით, თქვენი სამსახური განსაკუთრებით მნიშვნელოვანია”- პრეზიდენტმა ჯარისკაცებს მიმართა
შემდეგი სტატია“ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ჩვენი სამხედროების სახელი იყოს ისეთივე უმწიკვლო, როგორც მათი საბრძოლო მოქმედება”