გოგირდის აბანოები იხურება

ხვალ დილიდან, გოგირდის აბანოები ერთი დღით დაიხურება, რადგან შპს “ნარიყალამ” და “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” გადასახადთან დაკავშირებით, შეთანხმებას ვერ მიაღწიეს.

 

შპს “ნარიყალას” ხელმძღვანელობა GWP-ის მიერ დაკისრებული გადასახადის გადახდას არ აპირებს.
თავის მხრივ უკან დახევას არც “GWP” აპირებს და “ნარიყალას” ვალის რესტრუქტურიზაციას – თანხის გონივრულ ვადაზე გადანაწილებას სთავაზობს.
შპს “ნარიყალას” დირექტორი, ნოდარ ტოტოღაშვილი “პირwელთან” საუბარში აცხადებს, რომ “ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერმა” მათ ორშაბათს გამართულ შეხვედრაზე შესთავაზა, რომ გამიჯნოს საპნიანი და სუფთა წყლები. საპნიანი წყალი დაღვაროს ცალკე, საკანალიზაციო სისტემაში, სუფთა წყალი კი, მტკვარში ჩაუშვას.
“არცერთი სამინისტრო იმის უფლებას არ მოგვცემეს, რომ გოგირდის წყალი პირდაპირ ჩავუშვათ მტკვარში, თბილისის მერია არ მოგვცემს უფლებას, რომ გადავთხაროთ უბანი. კულტურული მემკვიდრეობისა და ძეგლთა დაცვის სააგენტოც არ მოგვცემს ამის გაკეთების უფლებას”,- აცხადებს ნოდარ ტოტოღაშვილი და აღნიშნავს, რომ ამისათვის ექვს აბანოში ძირეულად უნდა შეიცვალოს საკანალიზაციო სისტემა, გადაითხაროს უბანი და სანაპირო.
ტოტოღაშვილი ამბობს, რომ ამისთვის მათ ფინანსები არ ეყოფათ და ვერც ნებართვას მოიპოვებენ.
“ხვალ 10-11 საათიდან ერთი დღით პროტესტის ნიშნად დავკეტავთ აბანოებს, რათა ჟურნალისტებს მიეცეთ საშუალება, მოვიდნენ და გადაიღონ რა მდგომარეობაა, რომ ამ ვულკანური წყლის გაჩერება შეუძლებელია. ნახავენ, რომ აუზები დაცლილია, მაგრამ წყალი იღვრება საკანალიზაციო ქსელში და ჩვენ გვეკისრება გადასახადი”,-აღნიშნა ტოტოღაშვილმა.
ტოტოღაშვილი ფიქრობს, რომ უნდა შეიქმნას კომისია, რომელშიც შევლენ გარემოს დაცვისა და კულტურის სამინისტროების, თბილისის მერიის, “GWP”-ის და სემეკის წარმომადგენლები და ერთად განიხილავენ ამ საკითხს.
“ან სემეკმა შეიტანოს ცვლილება აბანოებისათვის ბრძალებაში და ცალკეული ტარიფი დაუწესოს შპს “ნარიყალას”, – აცხადებს ტოტოღაშვილი.
ცნობისთვის, გოგირდის აბანოების მესაკუთრეთა განცხადებით, სემეკის და „ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ გადაწყვეტილებით, აბანოებს დაღვრილი წყლის გადასახადი თითქმის 10-ჯერ გაუძვირდა.
banner
წინა სტატიაშინაქერალას უღელტეხილზე მისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა
შემდეგი სტატიაჰერმანმა ქართველ ხალხს სოლიდარობისთვის მადლობა გადაუხადა