გოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ

ციხეში მყოფ გოგი წულაიას დღეს პარტიის თავმჯდომარედ აირჩევენ. „ახალი ქრისტიან დემოკრატების” პოლიტსაბჭო გლდანის ციხესთან პარტიის თავმჯდომარედ გოგი წულაიას წარადგენს.

ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია, 17 მარტს დააკავეს. მას ქალზე ძალადობას ედავებიან. წულაიას 18 მარტს, ბრალი დაუმძიმდა, პროკურატურამ წულაიას ბრალი სექსუალური ძალადობის მსგავსი ქმედების დანაშაულით წაუყენა, რომელიც 4-დან 6 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებს.

თბილისის საქალაქო სასამართლომ წულაიას 19 მარტს წინასწარი პატიმრობა შეუფარდა.

banner
წინა სტატიაშინაძალადევის რაიონში ოთხი სპორტული მოედანი სრულად რეაბილიტირდა
შემდეგი სტატიავაშაძე – ამდენი ცვლილებისთვის საქართველოს ისტორიაში ჯერ არავის მიუღწევია