გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ

გოგი წულაიას ბრალს სავარაუდოდ, დღეს წარუდგენენ. პოლიტიკოსს ქალზე ძალადობას ედავებიან. გოგი წულაიას წინააღმდეგ პოლიციის მთავარი სამხილი ახალგაზრდა ქალის ჩვენებაა, რომელიც წულაიას მხრიდან ძალადობაზე საუბრობს.

უკვე აიღეს სისხლის, თმის , ფრჩხილის ნიმუშები და ტანსაცმელი. მასალა ექსპერტიზაზე დღეს გადაიგზავნება.

გოგი წულაიას ადვოკატის განცხადებით, საქმეში ჩართული იყო მესამე პირიც, უფლებადამცველი დარწმუნებულია რომ ვიდეოკამერების ამოღებით, წულაიას უდანაშაულობა დამტკიცდება.

მოწმეებიც, ვიდეოკამერაც ექსპერტის დასკვნაც, ყველაფერი ეს შესაძლებელია მოპოვებული იქნეს. რაღაც ნივთები შეიძინეს, ამოვიღებთ ამ კადრებს ყველაფერს, სად შეიძინეს ვისთან ერთად შეიძინეს. რაც არ უნდა უარყოს მეორე მხარემ, იქ მესამე პირიც იყო. თვითონ წულაიას არ დაულევია, ერთი წვეთიც არ დაულევია, იმ ქალბატონმა დალია და ამის მტკიცებულებასაც წარმოვადგენთ”,-თქვა ვალერი გელბახიანმა.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში წულაიას 1 წლამდე პატიმრობა ემუქრება. ის გუშინ, 17 მარტს დააკავეს.

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბათუმში ქურდობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შემდეგი სტატიაღარიბაშვილი – იმედი მაქვს, ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს