გოგი წულაიამ პარტიის “გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა

გოგი წულაიამ პარტიის “გოგი წულაია – ახალი ქრისტიან დემოკრატების” საარჩევნო სია წარადგინა.

გოგი წულაიას თქმით, პარტია მერობის ოპოზიციის კანდიდატს დაუჭერს მხარს, საკრებულოს თავმჯდომარეობის კანდიდატი კი თავისი პარტიიდან თავად იქნება.

როგორც გოგი წულაიამ აღნიშნა, სიის წარდგენა პარლამენტის შენობასთან იმიტომ გამართა, რომ ეჩვენებინა როგორი ფიქციაა “ქართული ოცნების” ლოზუნგი “განვითარება ყველა რეგიონს” და პარლამენტის დაჭაობებული ტერიტორია სრულად ასახავს ხელისუფლების დამოკიდებულებას რეგიონებისადმი.

“ვიბრძოლებ ქვეყნის დეცენტრალიზაციისათვის, დეკონცეტრაციისა და რეალური თვითმმართველობისთვის”, – აღნიშნა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიავტოავარია ფოთთან – არის მსხვერპლი
შემდეგი სტატიაგახარია კალაძესთან შუამავალზე – ეს არის ის ტყუილი, რომელსაც კახა რაღაცნაირად ცდილობს, რომ თავი აარიდოს