გოგი წულაიამ პარლამენტის შენობასთან კუბო მიიტანა

პარტია “თავისუფალმა საქართველოს” წევრმა გოგი წულაიამ ქუთაისში პარლამენტის შენობასთან პროტესტის ნიშნად კუბო მიიტანა. პარლამენტთან ასევე იმყოფებოდნენ მუსიკოსებიც, რომლებმაც სამგლოვიარო სიმღერა შეასრულეს.წულაიას განცხადებით, ისედაც დასამარებული პარლამენტი დღეს საბოლოოდ დასამარდება.
“ამ ფორმით გამოვხატეთ ის მდგომარეობა, რა მდგომარეობაშიც არის პარლამენტი და მთავრობა. პარლამენტს ყველა ხელისუფლების პირობებში უჭირდა, მაგრამ სულს ღაფავდა, ბიძინა ივანიშვილის პირობებში კი საბოლოოდ დასამარდა”, – განაცხადა გოგი წულაიამ.

banner
წინა სტატიაშიმტკვარში ახალგაზრდა ბიჭს ეძებენ
შემდეგი სტატიამსახიობი სოსო ლაღიძე გარდაიცვალა