გოგი წულაია – უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს

პოლიტიკოსი გოგი წულაია Facebook-ზე, წერს რომ ის უკვე ერთი კვირაა შიმშილობს და არც მედიკამენტებს იღებს.

წულაიას თქმით, გადაწყვეტილება, მისი წინასწარი პატიმრობის გახანგრძლივების შესახებ, წინასწარ იყო მიღებული. პოლიტიკოსი მოსამართლისა და პროკურორის აცილებას ითხოვს.

“10 მაისის სასამართლო პროცესზე, რომელიც წინასწარ იყო დაგეგმილი, შოთაძის მონა პროკურორმა და მურუსიძის მონა მოსამართლემ წინასწარი პატიმრობა ორი თვით გამიხანგრძლივეს, რომლის შემდგომ ვეღარ მოვითმინე და დედა მოვუკითხე. ორივე ძალიან მოწადინებული იყო ჩემი დაჭერით და ამ ფაქტის მერე რას იზამენ ხომ წარმომიდგენია…

მივიღე გადაწყვეტილება, უკვე ერთი კვირაა ვშიმშილობ , არ ვიღებ არც მედიკამენტებს. მოთხოვნა ერთია, გამიკეთონ აცილება მოსამართლეზე და ასევე პროკურორზე, რომელიც ჩემ დაჭერისას მონაწილეობას იღებდა ჩემს წამებაში და ღირსების შელახვაში”,-ამბობს გოგი წულაია.

banner
წინა სტატიაშისასამართლომ “რუსთავი 2-ის” უძრავი ქონება დააყადაღა
შემდეგი სტატიამუფტი დმანისის მოვლენებზე – კონფლიქტის აღმოსაფხვრელად მზად ვართ საპატრიარქოსთანაც ვისაუბროთ