გოგი წულაია თავისუფალია

“ახალი ქრისტიან-დემოკრატების” თავმჯდომარე, ოპოზიციონერი პოლიტიკოსი გოგი წულაია გაათავისუფლეს.

მოსამართლემ გოგი წულაიას ადვოკატის შუამდგომლობა დაააკმაყოფილა და მას 6 000-ლარიანი გირაო შეუფარდა. ინფორმაციას ადვოკატი ვალერი გელბახიანი ადასტურებს.

შეგახსენებთ, რომ გოგი წულაია სექსუალური ძალადობის ბრალდებით დააკავეს, მას წინასწარი პატიმრობა 3 თვით მიესაჯა, ამ დროის მანძილზე პოლიტიკოსი შიმშილობდა, რის გამოთაც მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა რამდენჯერმე დამძიმდა.

banner
წინა სტატიაში“რკინის კედელზე თავს მივუჭეჭყავთ” – ჩინეთის ლიდერმა დასავლეთი გააფრთხილა
შემდეგი სტატიასოციალურად დაუცველ ბავშვთა დახმარება დღეიდან 2-ჯერ, არსებული 50 ლარის ნაცვლად – 100 ლარამდე იზრდება