ლევან ბერძენიშვილი: გოგი თოფაძეზე ისეთი აზრები მომდის თავში, რომელსაც სახალხოდ ვერ ვაკადრებ

ფრაქცია “ქართული ოცნება – რესპუბლიკელების“ წევრ ლევან ბერძენიშვილის განცხადებით, ის გოგი თოფაძეს ვერც პოლიტიკაში ხედავს და ვერც ბიზნესში.

როგორც დეპუტატმა აღნიშნა, გოგი თოფაძემ ბოლო დროს გაკეთებული განცხადებებით პარტიას და საკუთარ თავსაც შეურაცხყოფა მიაყენა.

„გოგი თოფაძეზე ისეთი აზრები მომდის თავში, რომელსაც სახალხოდ ვერ ვაკადრებ. გოგი თოფაძე ბოლო დროს გაკეთებული კომენტარებით შეურაცხყოფას აყენებს არამხოლოდ კოლიციას, არამედ პარატიასაც და საკუთარ თავსაც. ასე დეპუტატი არ უნდა საუბრობდეს. გოგი თოფაძეს ვერც პოლიტიკაში ვხედავ და ვერც ბიზნესში. კაცი, რომელიც ასეთ ბრალდებებს აკეთებებს, ყოვლად გაუგონირია. მე მიხარია, რომ დღეს პრემიერმა განცხადება გააკეთა და აღნიშნული განცხადებით, საკუთარი გუნდი დაიცვა“, – განაცხადა ლევან ბერძენიშვილმა.

banner
წინა სტატიაშიკახა კალაძე “გაზპრომთან” მოსალაპარაკებლად ვენაში გაემგზავრა
შემდეგი სტატიაზურაბ ტყემალაძე: ნამდვილად არ ვიზიარებ მთავრობის მეთაურის ამ პოზიციას