გოგი თოფაძე: რუსეთთან უვიზო რეჟიმი ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადია

დეპუტატი გოგი თოფაძე სავიზო რეჟიმის გაუქმებასთან დაკავშირებით რუსეთის პრეზიდენტის განცხადებას მიესალმება.

როგორც თოფაძე ამბობს, ეს მნიშვნელონად გაზრდის ქართული პროდუქტის ექსპორტს რუსეთში.

„ეს მნიშვნელოვნად გაზრდის ჩვენს ექსპორტს რუსეთში, რაც ჩვენი ეკონომიკისთვის ჟანგბადია. მან გაუსვა ხაზი იმას, რომ ჩვენ მზად ვართ თქვენგან მივიღოთ პროდუქტებიო. მან განაცხადა, რომ თქვენი ღვინის მოსავლის 2/3 ჩვენ მოგვაქვს და მზად ვართ ყველანაირი ეკონომიკური თანამშრომლობისთვის. მან მეორე მნიშვნელოვანი განცხადებაც გააკეთა. მე ვერ ვიტყვი რამდენად გულწრფელია, მაგრამ იმ დაკარგულ, ანექსირებულ ტერიტორიებზე აფხაზეთსა და ოსეთზე განაცხადა სხვათა შორის მეორედ, რომ თქვენ დაიწყეთ საუბარი ამ ხალხთან, საუკუნეები ერთად ცხოვრობდით და ჩვენ მივესალმებით ამასო. ვიმეორებ, რამდენად გულწრფელი განცხადებაა არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში, მეორედ აცხადებს ამას, რომ – თქვენ დაიწყეთ აქტიურობა, ჩვენ ხელს არ შეგიშლით“, – ამბობს თოფაძე.

banner
წინა სტატიაში“უახლოეს დღეებში მოგვიწევს ჩამოყალიბება”- რომელ შენობაში გადავა სამუშაოდ ეკონომიკის სამინისტრო
შემდეგი სტატიაკახა კალაძე: აფხაზები რუსეთში ელექტროენერგიას ვერ გაყიდიან, რადგან ხაზს ჩვენ ვაკონტროლებთ