გოგი თოფაძე: „რესპუბლიკელებმა“ პრეტენზიებით აიკლეს „ქართული ოცნება”

„რესპუბლიკელებმა“ პრეტენზიებით აიკლეს „ქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ – მინისტრებად, მაჟორიტარებად”- ამის შესახებ “მრეწველთა პარტიის” ერთერთმა ლიდერმა გოგი თოფაძემ “საქართველო და მსოფლიოსთან” ინტერვიუში განაცხადა და აღნიშნა, რომ “- კოალიცია “ქართული ოცნების” დაშლის ინიციატივა “მრეწველებიდან” მოდის.

“ეს საკითხი პირველებმა ჩვენ დავაყენეთ და ბევრის რისხვაც დავიმსახურეთ… შევთავაზეთ კოლეგებს: მოდი, ცალ-ცალკე ვიყაროთ კენჭი და გამოჩნდება, ვის აქვს ხალხის ნდობა და ვის არა-თქო. ჩვენი მხრივ, ეს იყო სწორი გადაწყვეტილება და, მადლობა ღმერთს, ეს საკითხი დადებითად გადაწყდა… რესპუბლიკელების თავხედობამ გადაადგმევინა ასეთი ნაბიჯი. რესპუბლიკელებმა პრეტენზიებით აიკლეს “ქართული ოცნება”. პრივილეგიებს მოითხოვდნენ, ცდილობდნენ, თავიანთი ხალხი ყველგან დაეყენებინათ – მინისტრებად, მაჟორიტარებად. მიმდინარეობდა გაუთავებელი ვაჭრობა; და, რა თქმა უნდა, ჩვენ, ანუ კოალიციაში შემავალი დანარჩენი პარტიები, შეურაცხყოფილი ვიყავით”-განაცხადა თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშინიკა გვარამია: „მაღალო ღმერთებო, თქვენ შე..ით ყველა გამოყ…..ულს“
შემდეგი სტატია(+ვიდეო) რობი უილიამსი: მოვდივარ საქართველოში, აღელვებული ვარ