გოგი თოფაძე ”მრეწველების” ”პატრიოტთა ალიანსთან” გაერთიანებას არ გამორიცხავს

”მრეწველების” ლიდერი გოგი თოფაძე საპარლამენტო არჩევნებზე „პატრიოტთა ალიანსთან“ გაერთიანებას არ გამორიცხავს, – ამის შესახებ გოგი თოფაძემ დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე თემის კომენტირებისას განაცხადა.

„დღესდღეობით ვცდილობთ არჩევნებზე მარტო გავიდეთ, თუმცა ალიანსს ძალიან დიდ პატივს ვცემთ. ძალიან ობიექტური ტელევიზია შექმნეს განსხვავებით სხვა ტელეარხებისგან. პროქართული პოზიცია უჭირავთ. პატივს ვცემთ თარხან-მოურავსაც, ქალბატონ ირმასაც, არ გამოვრიცხავ, მაგრამ ჯერ ვნახოთ, როგორც განვითარდება მოვლენები. ვფიქრობთ, ჩვენ გვაქვს ბევრთან იმდენი უპირატესობა, რომ ყველა საარჩევნო უბანში ჩვენი წარმომადგენელი გვყავს. ყველა უბანზე გვყავს დამკვირვებლები – საკმაოდ გამოცდილი ხალხი გვყავს და გვაქვს იმედი, რომ არჩევნებს არავინ გააყალბებს. ვნახოთ პოლიტიკური სიტუაცია როგორ განვითარდება. არავისთან ალიანსს არ გამოვრიცხავთ“, – განაცხადა გოგი თოფაძემ.

banner
წინა სტატიაშიკოჯორში 27 წლის მამაკაცის ცხედარი დამარხული იპოვეს
შემდეგი სტატიაReporters Without Border: საქართველოში მედიის თავისუფლების მხრივ მდგომარეობა გაუმჯობესდა