გოგი თათუხაშვილი: სახელმწიფო, კრემლის შეკვეთით, ისევ აგრძელებს ბრძოლას ზაალ ლატარიას წინააღმდეგ!

“სახელმწიფო, კრემლის შეკვეთით, ისევ აგრძელებს ბრძოლას ზაალ ლატარიას წინააღმდეგ! 31 ოქტომბერს სააპელაციო სასამართლოში სრულიად მარტო მისული ზაალ ლატარიას პროცესი შედგა, მას მარტო მოუხდა დაპირისპირება, ადვოკატიც კი არ ჰყავდა. პროცესი გაგრძელდება თბილისის სააპელაციო სასამართლოში 7 ნოემბერს, 10.20 საათზე .
ჩემო ზაალ, აბა აფხაზეთში მომკვდარიყავი. ძლივს, მაგრამ ხომ გადარჩი! აბა 2004, 2007 ან 2008 წელს მომკვდარიყავი, ან უკრაინაში, შენს კუბოზე ხელის მოსაკიდი ადგილი არ იქნებოდა! ,,სრულიად საქართველო გიგლოვებდა”. პოლიტიკოსები მჭმუნვარე სახით ისევ სათავისო ქულებს დაიწერდნენ! კარგი მეომარი-მკვდარი მეომარია. ცოცხალი კი- პრობლემა!
მიუხედავად პარტიული კუთვნილებისა და გემოვნებისა, მოგმართავთ ყველას,- პოლიტიკოსებს, ადვოკატებს, ვეტერანთა დეპარტამენტს და უბრალოდ თითეულს, ვისთვისაც სულერთი არაა კიდევ ერთი გაწირული სიცოცხლე ქართველისა, გმირი მებრძოლისა, შვილების მამისა!
დაუდექით გვერდით ვისაც რითი შეგიძლიათ!”-წერს “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გენერალი გოგი თათუხაშვილი.

banner
წინა სტატიაშიუკრაინაში უკანასკნელ გზაზე გააცილეს ქართველი მეომარი
შემდეგი სტატიაანტიკორუფციული ბიურო დაინტერესდა პოროშენკოს ქარხნის საქმიანობით