გოგი თათუხაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს

გენერალი, გოგი თათუხაშვილი საგანგებო განცხადებას ავრცელებს, რომელსაც საინფორმაციო სააგენტო “თაიმერი” უცვლელად გთავაზობთ

“ამერიკის ელჩს საქართველოში, ბატონ იან კელს!
ბატონო ელჩო, ღრმა პატივისცემით და ამჯერად ღიად მოგმართავთ. მინდა გამოვხატო სრული მხარდაჭერა დეპუტატ რასელის მიერ მომზადებული პროექტისადმი, რომელსაც მხარს სხვა კონგრესმენებიც უჭერენ. დიდი იმედი მაქვს, რომ ამერიკის კონგრესი საქართველოს გადასარჩენად ამ კანონ-პროექტს დაამტკიცებს.
მივმართავ საქართველოს მოსახლეობას, ყველა პარტიას, არასამთავრობო ორგანიზაციებს, შევადგინოთ ერთობლივი, ყველასათვის მისაღები პეტიცია და თან დავურთოთ იმ მკვლელების და წურბელების სია, რომლებიც ჩვენი ფულით და ჩვენს ხარჯზე გაქსუვდნენ. ასევე წურბელა პროკურორ-მოსამართლეების სია, რომლებისთვისაც მაგნიტსკის სიის მსგავსი სანქციები იქნება მოთხოვნილი. რადგანაც გვიკლავენ და ასამართლებენ უდანაშაულოებს !
მოვუწოდებ ემიგრანტებს მსოფლიოს ყველა ქვეყანაში!
22 იანვარს, ადგილობრივი დროით 11 საათზე, ამერიკის საელჩოებთან კონგრესმენთა ზემოთაღნიშნული პროექტის მხარდასაჭერი აქცია ჩაატარონ.
ამ ერთდროული აქციის განსაკუთრებული წერტილები უნდა იყოს ვაშინგტონი, სტრასბურგი და თბილისი.
სტრასბურგში აქცია ევროსაბჭოს წინ ადგილობრივი დროით 8 საათიდან 10 საათამდე ჩატარდება. 11 საათზე ამერიკის საკონსულოსთან გადავინაცვლებთ.
ვაშინგტონში კონგრესის წინ.
თბილისში, ამერიკის საელჩოსთან-11 საათზე.
ეს ბოლო შანსია მერამდენედ სისხლით მოსული და რუსეთის მიერ მართვადი სისხლისმსმელი წითელი ინტელიგენცია მშვიდობიანად გავუშვათ. არჩევნების გზით წამსვლელები არ არიან, ანგარიშების გაუყინავად ყველა არჩევნებს იყიდიან ოლიგარქები ივანიშვილის თამადობით.
მივმართავ თავისუფალ პრესას, ფართოდ გააშუქოს აღნიშნული აქცია, რათა საქართველომ, ამერიკის საელჩომ დაინახოს რომელი პარტია უჭერს მხარს საქართველოს დემოკრატიულ განვითარებას და რომელი ფინანსდება ოლიგარქებისაგან!
პატივისცემით, გოგი თათუხაშვილი

The US Ambassador to Georgia, Mr. Jan Kel!

Mr. Ambassador, deeply respected, and this time we address you publicly. I would like to express my full support for the draft prepared by Deputy Russell, who was supported by other congressmen. I hope that the US Congress will approve this legitimate project to save Georgia.
I appeal to the Georgian population, all sides, NGOs, to create a joint, all-embracing statement-Petition with a list of those murderers and public persons who were charged with our money and our expenses. There will also be a list of prosecutors-judges for whom a list of sanctions will be requested like Magnetski. Because we kill and are guilty before innocent people!
I call on immigrants around the world January 22 at 11:00 local time- to manage and hold a demonstration in front of US embassy to support the above-mentioned project of congressmen.
Specific and most important points of this activity should be Washington, Strasbourg and Tbilisi.
The action will be held in Strasbourg from 8:00 to 10:00 local time in front of the Council of Europe. At 11 o’clock in the morning we will move to the American consulate.
Before the Congress in Washington, In Tbilisi at 11 AM in front of American embassy.
This is the last chance for us to get rid of the bloodshed and the red-bloody intelligent of red- Russian Politic. They will not have to pass elections, and all elections will be bought for the oligarchs Ivanishvili.
I address free press to expand this action to see like the US embassy sees which party supports the democratic development of Georgia and which is financed by the oligarchs!
Sincerely, Gogi Tatukhashvili

banner
წინა სტატიაშიჩვენთვის უცნობია, რატომ მოხდა დღეს ოთარ აბესაძის ბადრაგირება სასამართლოში და არა ექსპერტიზაზე
შემდეგი სტატიათემირლან მაჩალიკაშვილის მისაღებად თანხმობა თურქეთის ორმა კლინიკამ გამოთქვა