გოგი თათუხაშვილი: ,,არჩევნების ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი,,

tavtixashviliსაქართველოს შინაგანი ჯარების ყოფილი სარდალი გენერალი გოგი თათუხაშვილი “ფეისბუქის” საკუთარ გვერდზე გამოქვეყნებულ სტატუსში წერს, რომ 8 ოქტომბრის არჩევნების ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი, სხვა შემთხვევაში ხალხი “ქართულ ოცნებას” არ მისცემდა და რუსული მედიიდან სტატიის ამონარიდს აქვეყნებს, სადაც საუბარია იმაზე, რომ რუსულმა სპეცსამსახურებმა საქართველოს შსს-ს 22 თანამშრომელი მოკლეს: “8 ოქტომბრის არჩევნებში ქართველი ხალხი ივანიშვილს და პრორუსულ “ოცნებას” ხმას არ მისცემდა. არ გაახარებდა რუსულ სპეცსამსახურებს და პრესას. არჩევნების ბედი წინასწარ იყო გადაწყვეტილი. არჩევნები გაყალბებულია. ხმები ნაყიდია და გაყიდულია. ვინ მისცა მონას არჩევანის გაკეთების უფლება. არჩევანის გაკეთების უფლებას მოპოვება უნდა. . . რუსეთი ოკუპანტია, რუსული სპეცსამსახურები ყოველდღიურად კლავენ და სჯიან ქართველ პატრიოტებს” – წერს თათუხაშვილი (სტილი დაცულია). რუსული მედიიდან სტატიის ამონარიდში კი წერია: “დღეისათვის იმ ომის (აფხაზეთის – რედ) 22 მონაწილე ლიკვიდირებულია. საქართველოს შსს ქვედანაყოფიდან (68 ადამიანი), რომლებიც აქტიურად მონაწილეობდნენ პროვოკაციებში, აფხაზეთის და რუსეთის 7 სამხედრო მოსამსახურის მკვლელობაში – უკვე არ არსებობს. ამ ქვედანაყოფის ხელმძღვანელები, ორგანიზატორები და კურატორები ლიკვიდირებულია. ზოგი მოკვდა, ზოგმა საქართველო დატოვა, ზოგი ციხეში ზის”- წერია სტატიაში.

Пресса России о спецоперации ,,Кодори-2007″: ,,КОМУ НАДО- ТОТ СДЕРЖИТ своё обещание можете радоваться разведка у нас работает и досих пор , тем более вчера был наш профессиональный праздник ВОЕННОЙ РАЗВЕДКИ.

На сегоднящний день ЛИКВИДИРОВАННО 22 участника той бойни. Спецподразделения МВД Грузии (68 человек), активно принимавшее участие в провокации, убийстве и захвате семерых военнослужащих Абхазии, граждан России, – БОЛЬШЕ НЕ СУЩЕСТВУЕТ.

Руководители, организаторы и кураторы данного подразделения  ЛИКВИДИРОВАННЫ. Кто скоропостижно скончался, кто уехал за пределы Грузии, некоторые сидят в тюрьме. Рядовой состав за исключением тех кто принимал участие в растреле (они так же ликвидированны) раскидан по другим подразделениям.’’

 

http://www.warandpeace.ru/ru/news/view/16849/

https://www.lytkarino.info/forum/topic/17050-oko-za-oko/

http://a-dyukov.livejournal.com/260214.html?thread=4822134

http://nilov8.livejournal.com/71320.html

 

 

 

 

 

banner
წინა სტატიაშიმოსკოვში სომეხი ბიზნესმენები ჩახოცეს
შემდეგი სტატიაირაკლი კაკაბაძე: ქალბატონი რულოვსის იმპერიალიზმი