გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 18, 2017 10:28

გოგი ოჩიაური გარდაიცვალა

90 წლის ასაკში, ცნობილი ქართველი მოქანდაკე და ყოფილი დეპუტატი გოგი ოჩიაური გარდაიცვალა. გოგი ოჩიაური 1927 წლის 10 იანვარს შუაფხოში დაიბადა. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის ქანდაკების ფაკულტეტი 1953 წელს. იყო თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემიის პროფესორი, ქანდაკების ფაკულტეტის სამხატვრო კლასის ხელმძღვანელი; 1953 წლიდან მონაწილეობს რესპუბლიკურ, საკავშირო და საზღვარგარეთ გამართულ გამოფენებში. არის ავტორი ნამუშევრებისა: „ვაჟა-ფშაველა“, „ზღვა“, „შენ ხარ ვენახი”, „ქალის ტორსი“, „სიცოცხლის ხე“, „რექვიემი“; ალეგორიური ქანდაკებისა „მუსიკა“, „რესტავრაცია“; არის დამდგმელი მხატვარი ფილმის „ალავერდობა“; ავტორი სამენოვანი წიგნის – „ევროპული ქანდაკების ბუნებისათვის“.

გოგი ოჩიაურს 2005 წელს გადაეცა ღირსების ორდენი, 2012 წელს კი, ბრწყინვალების საპრეზიდენტო ორდენი.

ქეთი ფერაძე
ავტ.: ქეთი ფერაძე ოქტომბერი 18, 2017 10:28

Google სტატისტიკა


7,810
ვიზიტორი
დღეში
Powered By Google Analytics