გოგი ლორთქიფანიძე: „თბილისის გენგეგმა ფუჭი ოცნებაა!“

 

 

სექტემბქ. თბილისის საკრებულოში წარდგენილი უნდა იქნეს ორი ძალიან მნიშვნელოვანი დოკუმენტი: ქ.თბილისის 2018 წლის პროგრამული ბიუჯეტის პროექტი და დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობისგენერალური გეგმის პროექტი. ერთი – ბიუჯეტი განსახილველად და ნოემბერის ბოლოსთვის დასამტკიცებლად და მეორე – გენგეგმა განსახილველად და მაინვე დასამტკიცებლად. ეს ის ორი დოკუმენტიარომელთა ერთობლიობა და სინქრონიზაცია უნდა განსაზღვრადეს  ჩვენი დედაქალაქის განვითარებას მომავალი ერთი, ორი, სამი, თორმეტი  წლის პერსპექტივაში. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, ქალაქის გენგეგმით გათვალისწინებული პროექტების ფინანსური მხარდაჭერა ქალაქისვე ბიუჯეტით უნდა იყოს გამყარებული. რა თქმა უნდა, ასეც იქნებაოიფიქრებთ და აქ არაფერი უნდა იყოს საკამათოო, მაგრამ ნურას უკაცრავადბიუჯეტში ჩადებული არ იქნება არცერთი, ვიმეორებარცერთითუნდაც ყველაზე იაფიანი პროექტის განხორციელების ფინანსური უზრუნველყოფა იმ უბრალო მიზეზის გამო, რომ დედაქალაქის ახალი მიწათსარგებლობის გენერალური გეგმით გათვალისწინებული პროექტებს თან არ ახლავს ფინანსური გათვლა და ის მხოლოდ ავტორების კეთილ სურვილებს წარმოადგენს,“ – აცხადებს საზოგადოებრივი ორგანიზაცია „სახალხო თვითმმართველობის“ თავმჯდომარე გოგი ლორთქიფანიძე, რომელიც ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე, ქალაქის ხელისუფლებას რიტორიკულ კითხვას უსვამს:

პატივცემულებო, თქვენს მიერ მოწონებული გენგემაში ჩამოთვლილი პროექტებიდან ერთის შესახებ მაინც გვითხარითრა დაჯდება და როდის დაიწყება? 2018-ში რომ ეს არ მოხდებაცხადია, რადგან ბიუჯეტში ამის შესახებ არაფერი წერია.

ბიუჯეტში არც ის წერია, თუ როგორ უნდა მოხდეს დაანონსებული ე.წ. „ხრუშოვკების“  პროექტისგახორციელების, თუნდაც შესწავლის დაფინანსება.

არ წერიარა დაჯდება რკინიგზის ლიანდაგზე მეტროს გაშვება დიდუბიდან აეროპორტამდე. თვალი არც ვაკე-ვერას მეტროთი დაფარვის ფინანსური გათვლებისთვის  მომიკრავს.

საიდან უნდა მოიძიონ საჯარო და კერძო ინტერესს შორის წარმოქმნილი კოლიზიის გადასაჭრელად საჭირო ფინანსებითან ეს კოლიზიამინიმუმ20-25ათას კერძო მესაკუთრეს შეეხება დედაქალაქში?!“

როგორც ლორთქიფანიძე აღნიშნავს, დოკუმენტში არ წერია, თუ რა დაჯდება რეკრიაციული ზონების მოწყობა და მდინარე მტკვარზე  გემების გაშვება.

არსად არაფერი წერია….  4 მილიონ ლარად შექმნილ დოკუმენტში არ წერია თუნდაც ერთი, ყველაზ მცირე პროექტის დაფინანსება რა დაუჯდება ქალაქს და ეს პროექტი როდიდანდაიწეყბა.

ისე ცნობისათვის, ამ გენგემით შემოთავაზებული  მეტროს პროექტის განხორციელება (დიდუბე-აეროპორტის გარეშე) ჯერ კიდევ გასული საუკუნის 80-იანი წლების დასაწყისში იყო დაგეგმილი და მისი საპროექტო ღირებულება 125 მილიონ საბჭოთა მანეთს შეადგენდა, დღევანდელი პირობების გათვალისწინებით კი, ეს თანხა სადღაც 2 მილიარდ დოლარამდეა.

ანუ რა გვრჩება? – სარკაზმად არ ჩამითვალოთ, მაგრამ არაფერი პატივცემულებო, უფრო სწორკეთილი სურვილები და მშვენიერი ოცნებები, ოღონდ ყოველგვარი ფინანსური უზრუნველყოფის გარეშე!“ – აცხადებს გოგი ლორთქიფანიძე და დასძენს: ჩემი თუ არ გჯერათთბილისის 2018 წლის ბიუჯეტს კითხეთ და ის გეტყვით!“

banner
წინა სტატიაშიოზურგეთში მამაკაცმა სტუმარი ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა
შემდეგი სტატიაბათუმში ზღვიდან მაშველებმა ახალგაზრდა ქალი გარდაცვლილი გამოიყვანეს