გოგი ხოშტარია: ვღელავ, ამავე დროს, ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ

ცხადია, დასუსტებულია, მაგრამ, მადლობა ღმერთს, საგანგაშო მდგომარეობა არ არის. რაც შეეხება უნდა გააგრძელოს თუ რა შიმშილობა, ეს არის ხაზგასმულად პიროვნების ამბავი. ჩემი ქალიშვილია – გასაგებია, მაგრამ, ჯერ ერთი, დიდი ხანია უკვე თვითონ იღებს გადაწყვეტილებებს, მით უმეტეს ისეთს, როგორიც არის შიმშილობა. ცხადია, მე მამა ვარ და ბუნებრივია, ძალიან ვღელავ. ჩემზე არ არის დამოკიდებული. ამავე დროს, ვამაყობ ჩემი ქალიშვილით, ძალიან ვამაყობ- განაცხადა თქვა ელენე ხოშტარიას მამამ, გოგი ხოშტარიამ პარლამენტში, სადაც თავისი მოშიმშილე შვილი მოინახულა.

banner
წინა სტატიაშიბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 74 პაციენტი
შემდეგი სტატიააშშ-ის საელჩო: 5 წლის შემდეგ აშშ-ის საზღვაო ხომალდი “მაუნთ უიტნი” საქართველოში დაბრუნდა