გოგი ჩიხლაძე: ასეთი ზარი ჩემს მიმართ “უფრო მკაცრ” ორგანოებსაც არ უკადრებიათ-რა ხდება მარტვილში?!

“გვიან საღამოს ერთმა სასულიერო პირმა დამირეკა. თურმე, ცნობილ მოვლენებთან დაკავშირებით ვიღაცა, ვიღაცის წინააღმდეგ ბუმში საპროტესტოდ თანამშრომლების მობილიზებას აკეთებს.
– გამოშტერდით? (მადლობა მეკუთვნის ჩემი რეაქციის მხოლოდ ამ ფორმით გამოხატისთვის)
მე რა ინტერესი უნდა გამაჩნდეს, რომ ასეთ სენსიტიურ თამაშში ჩავერთო სანამ, მანამ რომელიმე მხარის ქმედება აშკარა ანტისახელმწიფოებრივ საფრთხეს არ შეუქმნის ჩემ ქვეყანას.
ანალოგიურ აზრზე ვარ პოლიტიკის შესახებაც.
სამწუხაროდ, ამ ზღვრამდე არც ისე შორს ვდგავართ!
ასეთი ზარი, თუნდაც მეგობრული, ჩემს მიმართ “უფრო მკაცრ” ორგანოებსაც არ უკადრებიათ” -წერს სავაჭრო ცენტრ ,,ბუმი” ს დირექტორი გოგი ჩიხლაძე.

რამდენიმე წუთის წინ, “თაიმერთან”  ჭყონდიდელის სახელობის ეკლესიის წინამძღვარმა მამა მირიანმა მის შესაძლო გადაყენებასთან დაკავშირებით  პირველი კომენტარი გააკეთა.

 

https://youtu.be/ZUVsD5qf3-0

 

banner
წინა სტატიაშირიონის ხეობა ისევ ბლოკირებულია
შემდეგი სტატია“საზიზღარი პოზნერი” – რას წერდა ბუკოვსკი პოზნერზე