გოგაშვილი- ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, ბიჭებო ბრავო!

“ტერორისტებისგან ქალაქის წმენდა მიმდინარეობს პროფესიონალურად, მსოფლიო დონის სტანდარტით: სამ ნაწილად დაყოფილი სპეცრაზმი ასუფთავებს პარლამენტის შენობას სამი მხრიდან (9 აპრილი, ზუბალაშვილი, ჭიჭინაძე) ხოლო ბოლოს მოხდება მთავარი პროსპექტის გასუფთავება, ბიჭებო ბრავო! ”-სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის უფროსის ყოფილი მოადგილე, სოსო გოგაშვილი facebook-ზე წერს.

სპეცრაზმმა პარლამენტთან აქციის მონაწილეების დაშლა დაახლოებით ხუთი საათისკენ დაიწყო. მონაწილეების წინააღმდეგ გამოიყენეს წყლის ჭავლი.

banner
წინა სტატიაშიშსს-საპოლიციო ძალების მიერ ჩატარებული ღონისძიებების შედეგად, საკანონმდებლო ორგანოს შესასვლელები ხელოვნურად შექმნილი ბარიერებისგან გაწმენდილია
შემდეგი სტატიარუსთაველის გამზირზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა