გოგა ონიანი სასამართლო დარბაზში დააპატიმრეს

სასწრაფოდ დაიკითხოს ირმა ინაშვილი მის დღევანდელ დანაშაულის შემცველ განცხადებასთან დაკავშირებით

გიორგი ონიანის საქმეზე მოსამართლემ გადაწყვეტილება გამოაცხადა. ონიანი ყველა წარდგენილ ბრალდებაში დამნაშავედ ცნეს და სასამართლო დარბაზშივე დააპატიმრეს.

გიორგი ონიანს პროკურატურა შსს-ში მუშაობის პერიოდში დანაშაულის ორ ეპიზოდს ედავებოდა. გამოძიების ინფორმაციით, ერთ შემთხვევაში გიორგი ონიანმა 2011 წელს “ქართული ოცნების” ლოგოიანი მაისურების დამზადებისთვის “დაო პრინტის” მენეჯერი დავით შათირიშვილი უკანონოდ დააკავა და ნარკოტიკული საშუალების ჩადებით, მას ნარკოდანაშაულისთვის ბრალი წაუყენა. გამოძიების ინფორმაციით, ამავე სცენარით მოხდა ასევე “ქართული ოცნების” კიდევ ერთი მხარდამჭერის ლევან მდინარაძის, მეტსახელად დიჯეი რემბოს დაკავებაც. ონიანს ორივე ეპიზოდთან დაკავშირებით აღკვეთის ღონოსძიების სახით გირაო ჰქონდა შეფარდებული.

banner
წინა სტატიაშისპეცოპერაცია თბილისში
შემდეგი სტატიადიდუბეში მძღოლი დააყაჩაღეს