14.3 C
Tbilisi
კვირა, ივნისი 7, 2026
banner

გოგა მემანიშვილი ,,ოპოზიციის ალიანსზე”: უფლებას ვერ მივცემთ, რომ პარლამენტის ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ

საპატრულო პოლიციის თბილისის მთავარი სამმართველოს უფროსმა, გოგა მემანიშვილმა ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ ,,ოპოზიციის ალიანსს” უფლებას ვერ მისცემენ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ.

მისივე თქმით, აქციის გამართვასთან დაკავშირებით, „ოპოზიციურმა ალიანსმა“ შინაგან საქმეთა სამინისტროში დაკორექტირებული განცხადება 1 დღით ადრე შეიტანა, მაშინ როდესაც 5 დღით ადრე უნდა შეეტანა. მემანიშვილი აღნიშნავს, რომ პოლიცია კანონის შესაბამისად მოქმედებს.

„მრავალრიცხოვანი აქცია იყო წინასწარ დაანონსებული. განცხადება შემოვიდა ჩვენთან და შესაბამისი პასუხი გაეცათ. განცხადება დახარვეზდა. ამის შემდეგ დააკორექტირეს და შემოიტანეს [ახალი განცხადება]. უბრალოდ, 5 დღით ადრე უნდა შემოეტანათ და შემოიტანეს გუშინ, 1 დღით ადრე, შესაბამისად, დღეს უფლებას ვერ მივცემთ, რომ მიმდებარე ტერიტორიაზე ტექნიკა განათავსონ. [განცხადებაზე] პასუხს მიიღებენ, პასუხი ჯერ არ მიუღიათ. ვადაში ვერ ეტევიან, დიახ,“ – განაცხადა მემანიშვილმა.

ცნობისთვის, შინაგან საქმეთა სამინისტრო “ოპოზიციურ ალიანსს” პარლამენტის ტერიტორიასთან დაგეგმილი აქციისთვის სცენის მონტაჟის უფლებას არ აძლევს.

banner
წინა სტატიაშივიკა ფილფანი: TV Imedi სირცხვილია რასაც აკეთებთ, ყველაფერს როგორ კადრულობთ, რაღაცას ხომ აქვს საზღვარი
შემდეგი სტატიაგვარამია: ჩხუბს და დაპირისპირებას არ ვაპირებთ