23.5 C
Tbilisi
შაბათი, ივლისი 18, 2026
banner

გოგა ხაინდრავას ადვოკატების განცხადების საფუძველზე, პროკურატურამ “ფორმულას” წინააღმდეგ ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

საქართველოს პროკურატურა განცხადებას ავრცელებს.

“2026 წლის 16 ივნისს, თბილისის პროკურატურის საგამოძიებო სამმართველოში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 373-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ცრუ დასმენის ფაქტზე გამოძიება დაიწყო.

გამოძიების დაწყებას საფუძვლად დაედო კინორეჟისორ გიორგი (გოგა) ხაინდრავას ინტერესების დამცველი ადვოკატების განცხადება ტელეკომპანია „ფორმულას“ მიერ გიორგი (გოგა) ხაინდრავას მიმართ დანაშაულის შესაძლო ჩადენის ფაქტთან დაკავშირებით.

საგამოძიებო ორგანოში, მოწმის სახით გამოიკითხა კინორეჟისორი გიორგი (გოგა) ხაინდრავა. ჩატარდება ყველა საჭირო საგამოძიებო და საპროცესო მოქმედება, რომელთა შედეგების შესახებ საზოგადოებას დამატებით მიეწოდება ინფორმაცია”,_ აცხადებს პროკურატურა.

banner
წინა სტატიაშიმაკრონი – აშშ-ის და ირანის შეთანხმება ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტს დაასრულებს და ეკონომიკურ არასტაბილურობას აღმოფხვრის
შემდეგი სტატია20 ივნისი ყველას დანაშაულია, ვინც მაშინ “ოცნებაში” იყო — მაკო გომურმა გახარიას წინააღმდეგ ჩვენება მისცა