გოგა ხაინდრავა: ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ოპოზიციის ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2020 14:42

გოგა ხაინდრავა: ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ოპოზიციის ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს

ოპოზიციის რომელ ერთობაზე ვლაპარაკობთ, ხომ ვნახეთ შალიკოს ფანჩატურში ერთობა და მეორე წუთში რას ეძახნდნენ ერთმანეთს; ერთობა რომ ჰქონდეთ და ერთმანეთის იმედი რომ ჰქონდეთ, ეგენი გავიდოდნენ 21-ში არჩევნებზე და ნახევარ პარლამენტს აიღებდნენ, მაგრამ მათ არ აქვთ ერთობა და ეს ხალხმაც იცის, თვითონაც კარგად იციან, – განუცხადა ჟურნალისტებს რეჟისორმა, გოგა ხაინდრავამ.

„გუბაზი ალბათ მილიონს ელოდება მიშასგან და იმიტომ გაიხია ლაყუჩები. აბა, ვერ გავიგე, ადამიანის ასეთი ფერიცვალება არ გამიგია. ზოგადად, როგორ მიიღებენ იქ, რაც მაგას ნალანძღი ჰყავდა მანდ ყველანი, რა სიტყვებსაც ეგ მაგათ ეძახდა. უბრალოდ, თავმოყვარეობა ხომ უნდა გქონდეს, რომ მიხვიდე და მაგათთან დადგე ან რა იმედი უნდა გქონდეს, რომ ეგენი მიგიღებენ, ან ბურჯანაძეს მიიღებენ, ერთმანეთს როგორ იღებენ საერთოდ.

ძირითადად, იქ არის „ნაციონალური მოძრაობის“ ექვსი პარტია, „გირჩის“ ჩათვლით და ახლა ბუნებრივია, ბოკერია და სააკაშვილი წარმოიდგინეთ ერთად მჯდომი პარლამენტში. ერთადერთი გზა, რა გზითაც შეიძლება, სააკაშვილი მოხვდეს საქართველოში, ეს არის სამოქალაქო ომი, მეტი ვერანაირად ის აქ ვერ მოხდება. მოხვდება, მაგრამ სადაც წავა, თვითონაც კარგად იცის. ამიტომ, ერთადერთი გამოსავალი არის ამ ქვეყნის დაქცევა და მაგას ცდილობს. არ გამოვა, მაგრამ ცდილობს, არჩევნებმაც აჩვენა, რომ ეს სხვა საქართველოა უკვე, რადგან ცხრა პოლიტიკური პარტიის არჩევა უკვე ნიშნავს, რომ საპარლამენტო ცხოვრება და აზროვნება უკვე გაიზარდა და აღარ არის სექტების დაპირისპირება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

ხაინდრავამ ასევე აღნიშნა, რომ ქვეყანაში არეულობა „სააკაშვილისა და მისი მიმდევრების“ გარდა, არავის უნდა.

„რა მასშტაბური აქცია, მასშტაბურს აანონსებენ 10 წელია. მაგათი მასშტაბური აქცია არის 20-21 ივნისი და პარლამენტის შტურმი. ბოლო რვა წელია, სააკაშვილს მოლოდინები აქვს, რომ საქართველოში დაბრუნდება და ქართველ ხალხსაც აქვს მოლოდინი, რომ ის დაბრუნდება. რომელ ნაწილს აქვს ეს მოლოდინი, ეს უკვე სხვა საქმეა, ხან გვირაბით მოდის, ხან ზღვით, ხან ცით და ხან არ ვიცი, რითი. ეს მოლოდინები მოლოდინებად დარჩება. ერთხელ, ორჯერ ვნახეთ და მაგის მეტი რა ვიცი, ნახევარი ცხოვრება საპროტესტო აქციებზე მაქვს გატარებული. იმისთვის, რომ ეს მოლოდინი ასრულდეს, ეს მოლოდინი საზოგადოებაში უნდა იყოს და ეს მოლოდინი საზოგადოებაში ნამდვილად არ არის, ქართულ საზოგადოებას არ უნდა არეულობა და გონიერ საზოგადოებას ესმის, რა დღეში ვართ ამ პანდემიით და მეორე მხრივ, იმ ცეცხლით, რომელიც ჩვენს გარშემოა. არავის არ უნდა ამ ცეცხლის გადმოტანა აქეთ და არავის უნდა სააკაშვილის და მისი მიმდევრების გარდა არეულობა ამ ქვეყანაში. მეტი არავის არ უნდა და ქუჩა, არის არეულობა და მოლოდინები კი აქვთ, მაგრამ იცხოვრონ მოლოდინებში ეკრანზე“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

მან ასევე კომენტარი გააკეთა არჩევნების დღესთან დაკავშირებითაც.

„დღევანდელ დღეს რომ ადამიანი „ნაციონალურ მოძრაობას“ ხმას აძლევს გლდანში, სადაც საწამებელი იყო, ყველაზე სამარცხვინო მოვლენა საქართველოს ისტორიაში – გლდანის ციხე სააკაშვილის დროს. გლდანის მცხოვრებლები, რომლებიც ყოველდღე უყურებდნენ იმ საწამებელს, სააკაშვილის პარტიას ხმას რომ მისცემენ, ე.ი. თავის შვილს წირავენ იქ დასაბრუნებალად, გაწირონ მაშინ“, – განაცხადა ხაინდრავამ.

ამასთან, გოგა ხაინდრავას თქმით, ძალადობა და დაშინება იყო დიმიტრი შაშკინისა და კახა ოქრიაშვილის იარაღით გამოჩენა არჩევნებზე.

„მაგაზეა აპელირება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციების ანგარიშებში, როდესაც ლაპარაკობენ დაშინებაზე და ძალადობაზე. ამას გულისხმობენ – ერთადერთი ფაქტი ამ დაშინების, რომელიც ვნახეთ, ეს იყო. შაშკინი მაგათი სახეა, შაშკინი იყოს განათლების მინისტრი, სასჯელაღსრულების მინისტრი, სადაც ხალხს აწამებდნენ. მერე თავდაცვის მინისტრი გახდა, ახლა მსროლელია თუ ძველი ბიჭია, ვერ გავიგე. იარაღით დადის საარჩევნო უბნებზე. ოქრიაშვილზე ხომ საერთოდ არაფერს ვამბობ. ეს ყველამ ვნახეთ და რამდენიც არ უნდა იბობოქროს გვარამიამ თავის ყუთში, იბობოქროს და იყოს. ემოციას გამოყავს ხალხი ქუჩაში და ემოცია არის პირველი, რაც გემართება, როცა პროტესტის გრძნობა გიჩნდება, რადგან ღამეს უნდა ყოფილიყო პროტესტი, იქ კარვები დადგეს და მოამზადეს ყველაფერი, მაგრამ აქტივისტები არ მივიდნენ. ახლა ცდილობენ, ხან სად მივარდებიან და ხან სად, მაგრამ ეს ხომ ცარიელ ადგილზეა. რამდენიც უნდა ირბინოს სააკაშვილის ხალხმა ქუჩაში, არაფერი არ გამოვა, არანაირი დაპირისპირება საზოგადოებაში არ იქნება, ერთი-ორჯერ შეიკრიბებიან და შეძვრებიან მერე პარლამენტში, ერთმანეთს დაასწრებენ პარლამენტში შესვლას, რადგან ეს არის მათი ოცნება, არც ერთ მათგანს არ აინტერესებს ქვეყნის ბედი, მხოლოდ საკუთარ თავზე ფიქრობენ. ზოგი ფიქრობს, რომ თავი დაიცვას იმ ბრალეულობებისთვის, რომელიც მათ აქვთ წარდგენილი. აბა, ნახეთ ორ-სამ დღეში პარლამენტში თუ არ შეასწრონ. თუ ასე არ არის, მაშინ ჩახსნან სიები თუ შალიკოს გზას მიყვებიან, რომ აცხადებდა პარლამენტში არ შევალო და ოთხი წელი ხელფასს იღებდა, როგორც პარლემენტის წევრი, თუ ასეთი თავდადებულები არიან, ჩახსნან სიები. გამოვიდეს „ნაციონალური მოძრაობა“, ჩახსნას სია, გამოვიდეს „ლელო“ და ჩახსნას სია, „გირჩმა“ ჩახსნას და ის გიორგი აღმაშენებელი რომ არის, იმანაც ჩახსნას, მაგრამ ამას არ გააკეთებენ ისინი. უბრალოდ, დროს ჭიმავენ, რომ როგორმე აამღვრიონ წყალი და ეს არის ამოცანა. უცოდინარები არიან, წაიკითხონ წიგნები, როგორ ხდება რევოლუციები, ჩეგევარას პორტრეტებით რომ დადიან, ერთხელ მაინც იქნებ წაიკითხონ, რა დგას ამის უკან. ოკეანის გაღმიდან მჯდომი ლიდერით რევოლუციები არ კეთდება“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

თაიმერი timer.ge
ავტ.: თაიმერი timer.ge ნოემბერი 3, 2020 14:42