გოგა ხაინდრავა – ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რომლითაც ინფორმაციას მივაწვდით აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მტერი, გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია

ჩვენ ვგეგმავთ ფილმის გადაღებას, რითაც შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მათი მტერი, მათი გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია და ქართველებს არანაირი კავშირი მუხაჯირობასთან არ აქვს, – ამის შესახებ რეჟისორმა, გოგო ხაინდრავამ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„დავუკავშირდით ჩვენ კოლეგებს აფხაზეთში, სოხუმში, მოვიძიეთ უამრავი მასალა, სადაც აღწერილია ის ბარბაროსობა, რომელიც რუსეთს ჩადენილი აქვს აფხაზეთში. ეს პროექტი ხორციელდება ორივე მხარის მიერ, რასაც აქამდე ადგილი არ ჰქონია. საქართველოში ამას სათავეში ედგა „ნაციონალური მოძრაობა“ მიხეილ სააკაშვილი, ტელევიზია „მთავარი“, „ფორმულა“ რაც ჩემთვის გასაკვირი იყო „რადიო თავისუფლება“ და „ნიუ პოსტი“. ერთ დღეს ორკესტრირებულად მოხდა დარტყმა, სადაც დაგმობილი იყო, რომ მუხაჯირებზე ფილმის გადაღება ხდება წინასაარჩევნოდ. ხაინდრავამ 100 ათასი ლარი მიიღო, რომ ეს არის ოპონენტების მოსაწამლად და ამ პროექტში ჩემი ოპონენტები არიან რუსები. „მთავარი არხი“ ძალინ დარდობს, რომ ოპონენტებს ვწამლავ. არანაირი 100 ათასი ჩვენ არ აგვიღია. ეს არის სრული სიცრუე. ჩვენ განაცხადი შევიტანეთ.

ჩვენ განაცხადი შევიტანეთ ციკლზე, „სიმართლე აფხაზეთის შესახებ“. ამ ციკლის პირველი ფილმი უნდა ყოფილიყო მუხაჯირებზე, ხოლო ეს თანხა, რომელზეც საუბარია, არის ფილმის ბიუჯეტის ერთი მესამედი, ხოლო ორ მესამედს ჩვენ ვიღებდით საკუთარ თავზე. ეს პროექტი განიხილეს აფხაზეთის კულტურის სამინისტროს სპეციალური კომისიის მიერ, რომელიც ყველა ასეთი ტიპის პროექტებს განიხილავს. ამ თემაზე არანაირი გადაწყვეტილება არ ყოფილა, მეტიც, იმ ბულინგის შედეგად, რომელიც განხორციელდა, აფხაზეთის მთავრობის ხელმძღვანელმა, რუსლან აბაშიძემ დაიბარა კულტურის მინისტრი ნიჟარაძე და პროექტი შეჩერდა. ვსვამ კითხვას – რატომ? თუ ვინმესთვის საფრთხეს წარმოადგენდა ეს პროექტი, ეს საფრთხეს წარმოადგენს რუსეთისთვის. ჩვენ ამით შეგვიძლია, ინფორმაცია მივაწოდოთ აფხაზეთის ახალ თაობას, რომ მათი მტერი, მათი გენოციდის ჩამდენი არის რუსეთის იმპერია და ქართველებს არანაირი კავშირი მუხაჯირობასთან არ აქვს. ეს იყო ჩვენი ამოცანა. იმ მედიასაშუალებების ამოცანა კი, ამ პროექტის შეჩერება იყო და ეს ამოცანა აქვს რუსეთსაც. ისეთი უგუნური და უსინდისო ადამიანი, როგორიც არის აფხაზეთიდან დევნილი ნიკა გვარამია, მხოლოდ ის შეიძლება იყოს მოწინააღმდეგე მსგავსი პროექტების განხორციელების, რადგან პირდაპირ ასრულებს დავალებას, რომელიც საქართველოს გარედან მოსდის. ეს არის იმის კლასიკური მაგალითი, როგორი გავლენები აქვს რუსულ იმპერიალიზმს საქართველოში და ვისი ხელით ხდება ამის განხორციელება. მე რუსლან აბაშიძეს ვუსვამ კითხვას, რატომ გააჩერა პროექტი? ამას რა უდევს საფუძვლად? ეს პროექტი ყველა ვარიანტში გაკეთდება, ამაში მონაწილეობას აფხაზეთის ხელისუფლებაც მიიღებს და ეს მათი ვალდებულებაა“, – განაცხადა გოგა ხაინდრავამ

banner
წინა სტატიაშიპოლიციამ ბოლნისში მომხდარი განზრახ მკვლელობის ფაქტი გახსნა – დაკავებულია 1 პირი
შემდეგი სტატია“ფრენები რუსეთის გადაწყვეტილებით შეწყდა და აღდგენაც მოსკოვზეა დამოკიდებული”