გოგა ხაინდრავა ვარაუდობს, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი კადრები საზღვარგარეთ არის გატანილი

რეჟისორი გოგა ხაინდრავა მიიჩნევს, რომ არასამთავროო ორგანიზაციები, რომლებიც “ეს შენ გეხება” კამპანიის ფარგლებში აქციებს მართავენ, ერთგვარად პოლიტიკურ მიზნებს ეფარებიან.

როგორც გოგა ხაინდრავამ თემაზე საუბრისას აღნიშნა, დღეს პირად ცხოვრების ხელშეუხებლობაზე ის ადამიანები საუბრობენ, რომლებიც წინა ხელისუფლების დროს თავად მონაწილეობდნენ პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალის გადაღება-მონტაჟში. ამის მაგალითად გოგა ხაინდრავამ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები გიორგი ვაშაძე და გია ბარამიძე მოიყვანა.

“თვითონ ეს არასამთავრობოები უკავშირებენ საკუთარ თავს პოლიტიკას.

როდესაც ვაშაძე და ბარამიძე აქციაში მონაწილეობენ, რომელიც პირადი ცხოვრების მასალებს ეხება, არის აბსურდი. მაშინ როდესაც ეს უფლებები ღიად და დაუფარავად ირღვეოდა, მაინტერესებს მაშინ ეს ჩვენ არ გვეხებოდა”-განაცხადა გოგა ხაინდრავამ.

რეჟისორმა ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ პირადი ცხოვრების ამსახველი ფარული ვიდეო კადრები საზღვარგარეთ უკვე გატანილია და აღნიშნულში დიდი “წვლილი” სწორედ ყოფილი ხელისუფლების მაღალჩინოსნებს მიუძღვით.

“ეს კადრები გატანილია საზღვარგარეთ, ჩიტი უკვე გაფრინდა. მეგის ქარდავას გატანილია კადრები, რომელმაც პირდაპირ თქვა, რომ თუ იქნება დათა ახალიას მიმართ დევნა პირდაპირ გამოაქვეყნებდა ვიდეოებს. ასევე მიხეილ სააკაშვილის კვალი აშკარაა”, – განაცხადა ხაინდრავამ.

რეჟისორმა არასამთავრობო ორგანიზაციების მისამართითაც გამოთქვა უკმაყოფილება და აღნიშნა, რომ ეკა გიგაური, რომელიც 2007 წელს შინაგან საქმეთა სამინისტროში მუშაობდა, დღეს ადამიანის უფლებებს არ უნდა იცავდეს.

banner
წინა სტატიაშირუსეთმა უკრაინას 3 მილიარდის გამო სასამართლოში უჩივლა
შემდეგი სტატიაარასამთავრობო ორგანიზაციები საქართველოს პარლამენტს მიმართავენ